https://sputnik-georgia.com/20230802/zaxarova-iaponia-kurilis-kunzulebi-280767615.html
ზახაროვა: იაპონიის პროტესტი რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაა
ზახაროვა: იაპონიის პროტესტი რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მოსკოვი ტოკიოს პროტესტს სამხრეთ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის... 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T19:07+0400
2023-08-02T19:07+0400
2023-09-14T12:58+0400
რუსეთი
იაპონია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269735570_0:164:3348:2048_1920x0_80_0_0_409ca77c6c23ae4583b498563496b9e5.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მოსკოვი ტოკიოს პროტესტს სამხრეთ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.ივლისში იაპონიის მთავრობამ რუსეთს პროტესტი გაუგზავნა შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის იური ტრუტნევის კუნძულ იტურუპზე ვიზიტთან დაკავშირებით.უფრო ადრე იაპონიაში რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი ოვეჩკომ განაცხადა, რომ იაპონია არ ეგუება მეორე მსოფლიო ომის შედეგებს და კვლავაც აპროტესტებს მათ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269735570_1026:307:3348:2048_1920x0_80_0_0_ac19b6aedbd4164ac56e6c6964db2009.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, იაპონია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, იაპონია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
ზახაროვა: იაპონიის პროტესტი რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაა
19:07 02.08.2023 (განახლებულია: 12:58 14.09.2023) თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. მოსკოვი ტოკიოს პროტესტს სამხრეთ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
ივლისში იაპონიის მთავრობამ რუსეთს პროტესტი გაუგზავნა შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის იური ტრუტნევის კუნძულ იტურუპზე ვიზიტთან დაკავშირებით.
„სამხრეთ კურილის კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შედეგებით რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, აბსოლუტურად უდავოა, რომ ტოკიოს ნებისმიერი ე.წ. პროტესტი მომავალში განიხილება როგორც რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა და ასევე როგორც გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
უფრო ადრე იაპონიაში რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი ოვეჩკომ განაცხადა, რომ იაპონია არ ეგუება მეორე მსოფლიო ომის შედეგებს და კვლავაც აპროტესტებს მათ.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.