ტრამპს კაპიტოლიუმზე შტურმის გამოყენებით არჩევნების შედეგების ჩაგდებაში დასდეს ბრალი

© AP Photo / Steven Senneდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ექს-პრეზიდენტს ბრალი ოთხი პუნქტით წარუდგინეს. მას 50 წლით პატიმრობა ელოდება.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალად ედება არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის ხელის შეშლის მცდელობა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში ძალადობისა და ქაოსის მეშვეობით.
ტრამპის მომხრეები 2021 წლის 6 იანვარს თავს დაესხნენ კაპიტოლიუმს და კონგრესის მუშაობა რამდენიმე საათით დაბლოკეს. არეულობის გამო დაიღუპნენ საპროტესტო აქციის მონაწილე და პოლიციელი, კიდევ სამი ძალადობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები შენობიდან გააძევეს, კანონმდებლებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცეს. შედეგად აშშ-ში შტურმში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებით ასობით ადამიანი დააპატიმრეს.

„დაცვის ქვეშ მყოფი და მისი თანამზრახველი ცდილობდნენ კაპიტოლიუმში ძალადობისა და ქაოსის გამოყენებას, არჩევნების დროს თაღლითობის შესახებ ცრუ განცხადებების საფუძველზე მოუწოდებდნენ კანონმდებლებს, გადაედოთ მისი შედეგების დამტკიცება", – ნათქვამია საქმის მასალებში, იუწყება РИА Новости.

დასკვნის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური დაეთანხმა ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისმგებლობის აღძვრის შესაძლებლობას მუხლებით: „შეთქმულება აშშ-ის მოტყუების მიზნით", „შეთქმულება ოფიციალურ პროცედურებში ჩარევის მიზნით", „ოფიციალურ პროცედურებში ჩარევა და ჩარევის მცდელობა", ასევე „შეთქმულება უფლებების წინააღმდეგ". ამ ოთხი პუნქტის მიხედვით ტრამპს 50-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა, რომელიც გამოძიებას უძღვება, სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სასამართლოს ჩატარების დაჩქარებული პროცედურის იმედი აქვს.
თავის მხრივ, სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის შტაბმა ახალ ბრალდებებს პოლიტიკური დევნა და 2024 წლის არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ზეგავლენის მცდელობა უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0