https://sputnik-georgia.com/20230802/polonetma-da-ukrainam-ertmanetis-elcebi-daibares-280778462.html
კამათი მოკავშირეებს შორის: პოლონეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ელჩები დაიბარეს
კამათი მოკავშირეებს შორის: პოლონეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ელჩები დაიბარეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. უკრაინამ და პოლონეთმა ერთმანეთის ელჩები გამოიძახეს იმ გამწვავების გამო, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას მოჰყვა... 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T18:11+0400
2023-08-02T18:11+0400
2023-08-02T21:12+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლონეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/18/266844414_0:113:1200:788_1920x0_80_0_0_57e35d38e3a7d38da4e348f2d6fa02fb.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. უკრაინამ და პოლონეთმა ერთმანეთის ელჩები გამოიძახეს იმ გამწვავების გამო, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას მოჰყვა – რომ „კიევმა უფრო მეტად უნდა დააფასოს ვარშავის მხარდაჭერა რუსეთთან ომში“, იუწყება სააგენტო Reuters.გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტის საგარეო საკითხთა მრჩეველმა მარკინ პრჟიდაჩმა ასევე თქვა, რომ პოლონეთის მთავრობამ თავისი ფერმერების ინტერესები უნდა დაიცვას. მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვა, რომელსაც ვადა მომავალ თვეში ეწურება.როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, შეხვედრაზე პოლონეთის ელჩს უთხრეს, რომ განცხადებები პოლონეთისადმი უკრაინის სავარაუდო უმადურობის შესახებ „არ შეესაბამება სიმართლეს და მიუღებელია“.პოლონეთმა ასევე დაიბარა უკრაინის ელჩი ვარშავაში „უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარების“ საპასუხოდ. თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა (ადრინდელი Twitter), არ იყო მითითებული, თუ რომელ კომენტარებს გულისხმობდა უწყება.წყარო: Reuters
პოლონეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/18/266844414_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_fecfc65c50dbd34d0d7b2ef14be37871.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლონეთი , უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლონეთი , უკრაინა
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. უკრაინამ და პოლონეთმა ერთმანეთის ელჩები გამოიძახეს იმ გამწვავების გამო, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას მოჰყვა – რომ „კიევმა უფრო მეტად უნდა დააფასოს ვარშავის მხარდაჭერა რუსეთთან ომში“, იუწყება სააგენტო Reuters.
გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტის საგარეო საკითხთა მრჩეველმა მარკინ პრჟიდაჩმა ასევე თქვა, რომ პოლონეთის მთავრობამ თავისი ფერმერების ინტერესები უნდა დაიცვას. მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვა, რომელსაც ვადა მომავალ თვეში ეწურება.
„კიევი და ვარშავა მტკიცე მოკავშირეები იყვნენ მთელი კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგრამ აზრთა გაცვლა-გამოცვლამ უთანხმოებების არსებობა წარმოაჩინა“, — წერს სააგენტო.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, შეხვედრაზე პოლონეთის ელჩს უთხრეს, რომ განცხადებები პოლონეთისადმი უკრაინის სავარაუდო უმადურობის შესახებ „არ შეესაბამება სიმართლეს და მიუღებელია“.
„დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინულ-პოლონური მეგობრობა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე პოლიტიკური მიზანშეწონილობა. პოლიტიკოსებმა არ უნდა დააყენონ ეჭვქვეშ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და ურთიერთგაგების სიმტკიცე“, — ნათქვამია უკრაინული მხარის განცხადებაში.
პოლონეთმა ასევე დაიბარა უკრაინის ელჩი ვარშავაში „უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარების“ საპასუხოდ. თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა (ადრინდელი Twitter), არ იყო მითითებული, თუ რომელ კომენტარებს გულისხმობდა უწყება.