https://sputnik-georgia.com/20230802/demencia-wkuasustobis-dadgena-siarulis-manerit-seizleba-280770760.html
ჭკუასუსტობის დადგენა სიარულის მანერით შეიძლება: მეცნიერებმა პარამეტრები გაარკვიეს
ჭკუასუსტობის დადგენა სიარულის მანერით შეიძლება: მეცნიერებმა პარამეტრები გაარკვიეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. დემენცია, ანუ შეძენილი ჭკუასუსტობა ადამიანის სიარულის მანერით შეიძლება დადგინდეს, ნათქვამია ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერთა... 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T18:24+0400
2023-08-02T18:24+0400
2023-08-17T10:49+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
დემენცია
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280770525_73:175:1185:800_1920x0_80_0_0_beead65f8e0cdbf8afbdb60ac4240807.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. დემენცია, ანუ შეძენილი ჭკუასუსტობა ადამიანის სიარულის მანერით შეიძლება დადგინდეს, ნათქვამია ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში, რომელიც უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.სწავლულებმა კვლევაში 110 ასაკოვანი ადამიანი ჩართეს, რომელთა შორის 36 პაციენტი ალცჰაიმერით იყო დაავადებული, ხოლო 45 – ლევის სხეულების დემენციით. დანარჩენი 29 მონაწილე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.მეცნიერებმა საცდელების სიარულის მანერის პარამეტრები სპეციალური სენსორებიანი ბილიკით განსაზღვრეს. სენსორები სიარულის ტემპს, ცვალებადობას, რიტმსა და ასიმეტრიას აფიქსირებდა.დაკვირვების შემდეგ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლევის სხეულების დემენციის მქონეების სიარულის მანერა გამოირჩევა ასიმეტრიულობით: მარჯვენა და მარცხენა ნაბიჯების დრო და სიგრძე სხვადასხვაგვარია, რამაც შეიძლება ადამიანს წონასწორობა დააკარგვინოს და ის წაიქცეს კიდეც.რაც შეეხება ალცჰაიმერით დაავადებულებს, მათი სიარულის მანერა შედარებით სტაბილური იყო.სიარულის ეს ორი თავისებურება საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ დემენციის ტიპი 60%-იანი სიზუსტით განისაზღვროს.ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, მათი კვლევა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ სიარულის მანერის სკრინინგი დემენციის ტიპების კლინიკური ბიომარკერების ჩამონათვალში შევიდეს.ბრიტანელი მედიკოსების პროგნოზით, ასეთი დიაგნოსტიკა შესაძლოა უკვე რამდენიმე წლის შემდეგ გახდეს ხელმისაწვდომი.ლევის სხეულების დემენცია შემეცნებითი ფუნქციების პროგრესირებადი დაქვეითებაა, რომლის დროსაც ნერვულ უჯრედებში ლევის სხეულები გროვდება, რომლებიც მთელ ტვინში წარმოიქმნება.ლევის სხეულების დემენცია ამ დარღვევის ხშირი სახეა, მაგრამ ექსპერტები ვერ თანხმდებიან მის გავრცელებასა და მნიშვნელობაზე. იგი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და, როგორც წესი, 60 წლის მერე ვითარდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280770525_195:191:1007:800_1920x0_80_0_0_8d8676f1246260fdfd85d02b7f8b42c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, დემენცია, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, დემენცია, ექიმის რჩევები
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. დემენცია, ანუ შეძენილი ჭკუასუსტობა ადამიანის სიარულის მანერით შეიძლება დადგინდეს, ნათქვამია ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში, რომელიც უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა
გამოქვეყნებული.
სწავლულებმა კვლევაში 110 ასაკოვანი ადამიანი ჩართეს, რომელთა შორის 36 პაციენტი ალცჰაიმერით იყო დაავადებული, ხოლო 45 – ლევის სხეულების დემენციით. დანარჩენი 29 მონაწილე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
მეცნიერებმა საცდელების სიარულის მანერის პარამეტრები სპეციალური სენსორებიანი ბილიკით განსაზღვრეს. სენსორები სიარულის ტემპს, ცვალებადობას, რიტმსა და ასიმეტრიას აფიქსირებდა.
დაკვირვების შემდეგ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლევის სხეულების დემენციის მქონეების სიარულის მანერა გამოირჩევა ასიმეტრიულობით: მარჯვენა და მარცხენა ნაბიჯების დრო და სიგრძე სხვადასხვაგვარია, რამაც შეიძლება ადამიანს წონასწორობა დააკარგვინოს და ის წაიქცეს კიდეც.
რაც შეეხება ალცჰაიმერით დაავადებულებს, მათი სიარულის მანერა შედარებით სტაბილური იყო.
სიარულის ეს ორი თავისებურება საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ დემენციის ტიპი 60%-იანი სიზუსტით განისაზღვროს.
ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, მათი კვლევა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ სიარულის მანერის სკრინინგი დემენციის ტიპების კლინიკური ბიომარკერების ჩამონათვალში შევიდეს.
ბრიტანელი მედიკოსების პროგნოზით, ასეთი დიაგნოსტიკა შესაძლოა უკვე რამდენიმე წლის შემდეგ გახდეს ხელმისაწვდომი.
ლევის სხეულების დემენცია შემეცნებითი ფუნქციების პროგრესირებადი დაქვეითებაა, რომლის დროსაც ნერვულ უჯრედებში ლევის სხეულები გროვდება, რომლებიც მთელ ტვინში წარმოიქმნება.
ლევის სხეულების დემენცია ამ დარღვევის ხშირი სახეა, მაგრამ ექსპერტები ვერ თანხმდებიან მის გავრცელებასა და მნიშვნელობაზე. იგი უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და, როგორც წესი, 60 წლის მერე ვითარდება.