https://sputnik-georgia.com/20230802/8-cveva-romlebic-sicocxles-20-wlit-axangrzlivebs-280776299.html
დადგინდა 8 ჩვევა, რაც სიცოცხლეს 20 წლით ახანგრძლივებს: მეცნიერული კვლევა
დადგინდა 8 ჩვევა, რაც სიცოცხლეს 20 წლით ახანგრძლივებს: მეცნიერული კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. რაც უფრო ადრე შეიცვლით ჩვევებს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ, თუმცა, მაშინაც კი, თუ ცხოვრების წესს 40, 50 ან, თუნდაც, 60 წლის... 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T20:24+0400
2023-08-02T20:24+0400
2023-08-17T10:49+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/12/248801217_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_066c26535ec35c30f75366d30533f5b1.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. რაც უფრო ადრე შეიცვლით ჩვევებს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ, თუმცა, მაშინაც კი, თუ ცხოვრების წესს 40, 50 ან, თუნდაც, 60 წლის შემდეგ გადაასხვაფერებთ, სიცოცხლისთვის სარგებელს მაინც მიიღებთ, აცხადებს მასშტაბური ამერიკული კვლევის წამყვანი ავტორი სუან-მაი იგუენი.ფართომასშტაბიანი კვლევა აშშ-ის ჩარლზ ილინოისის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა ჩაატარეს, რა დროსაც 40 წელზე უფროსი ასაკის 700 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააანალიზეს. აღსანიშნავია, რომ კვლევის ობიექტთაგან ყველა ყოფილი სამხედრო იყო, რომლებიც ყოველწლიურად გადიან სრულ სამედიცინო შემოწმებას.ამერიკელი ექიმების ნაშრომი ჯერ არ გამოქვეყნებულა აკადემიურ ჟურნალში, მაგრამ მოკლე შედეგების გაცნობა Dropbox-ზეა შესაძლებელი.მკვლევარები აფიქსირებდნენ კვლევის ობიექტების ჯანსაღ ჩვევებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან არის დაკავშირებული. შედეგად, მათ დაადგინეს რვა ფაქტორი, რაც ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, ადამიანებმა, რომლებმაც ამ რვა ჩვევის დაცვა 40 წლის ასაკში დაიწყეს, სიცოცხლის 20 წელზე მეტით გახანგრძლივება შეძლეს. ამასთან მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი იყო 23 წელი და 7 თვე, ხოლო ქალებისთვის — 22 წელი და 6 თვე.მკვლევართა მიერ გამოყოფილი რვა ჩვევის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:ამასთან კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დამღუპველი ჩვევები აღმოჩნდა ნარკოტიკები და თამბაქოს მოწევა — ამ დამოკიდებულებით დაავადებულ ადამიანებში ნაადრევი სიკვდილის რისკი 30-45%-ით მეტი იყო. რაც შეეხება სტრესს, ალკოჰოლს, ცუდ ძილსა და მავნე საკვებს, ეს ფაქტორები ნაადრევი სიკვდილის რისკს 20%-ით ზრდის.როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მათი კვლევა უფრო დაკვირვებითი ხასიათისაა, თუმცა ის პირდაპირ კავშირშია სხვა მსგავს შრომებთან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/12/248801217_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2402230ea2e964fa27a53102793c249b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. რაც უფრო ადრე შეიცვლით ჩვევებს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ, თუმცა, მაშინაც კი, თუ ცხოვრების წესს 40, 50 ან, თუნდაც, 60 წლის შემდეგ გადაასხვაფერებთ, სიცოცხლისთვის სარგებელს მაინც მიიღებთ, აცხადებს მასშტაბური ამერიკული კვლევის წამყვანი ავტორი სუან-მაი იგუენი.
ფართომასშტაბიანი კვლევა აშშ-ის ჩარლზ ილინოისის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა ჩაატარეს, რა დროსაც 40 წელზე უფროსი ასაკის 700 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააანალიზეს. აღსანიშნავია, რომ კვლევის ობიექტთაგან ყველა ყოფილი სამხედრო იყო, რომლებიც ყოველწლიურად გადიან სრულ სამედიცინო შემოწმებას.
ამერიკელი ექიმების ნაშრომი ჯერ არ გამოქვეყნებულა აკადემიურ ჟურნალში, მაგრამ მოკლე შედეგების გაცნობა
Dropbox-ზეა შესაძლებელი.
მკვლევარები აფიქსირებდნენ კვლევის ობიექტების ჯანსაღ ჩვევებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან არის დაკავშირებული. შედეგად, მათ დაადგინეს რვა ფაქტორი, რაც ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.
როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, ადამიანებმა, რომლებმაც ამ რვა ჩვევის დაცვა 40 წლის ასაკში დაიწყეს, სიცოცხლის 20 წელზე მეტით გახანგრძლივება შეძლეს. ამასთან მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი იყო 23 წელი და 7 თვე, ხოლო ქალებისთვის — 22 წელი და 6 თვე.
მკვლევართა მიერ გამოყოფილი რვა ჩვევის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
თამბაქოს ნაწარმზე უარის თქმა,
ძილის რეჟიმის დარეგულირება,
სტრესის დონის დაქვეითება,
ნაკლები ალკოჰოლის მიღება,
ნარკოტიკებზე კატეგორიული უარი,
დადებითი სოციალური ურთიერთობების შენარჩუნება-ჩამოყალიბება.
ამასთან კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დამღუპველი ჩვევები აღმოჩნდა ნარკოტიკები და თამბაქოს მოწევა — ამ დამოკიდებულებით დაავადებულ ადამიანებში ნაადრევი სიკვდილის რისკი 30-45%-ით მეტი იყო. რაც შეეხება სტრესს, ალკოჰოლს, ცუდ ძილსა და მავნე საკვებს, ეს ფაქტორები ნაადრევი სიკვდილის რისკს 20%-ით ზრდის.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მათი კვლევა უფრო დაკვირვებითი ხასიათისაა, თუმცა ის პირდაპირ კავშირშია სხვა მსგავს შრომებთან.