https://sputnik-georgia.com/20230802/22-------2--280774276.html
22 უცხოელს თბილისში ბინები მოტყუებით შეაძენინეს: დაკავებულია ორი პირი
22 უცხოელს თბილისში ბინები მოტყუებით შეაძენინეს: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T17:37+0400
2023-08-02T17:37+0400
2023-08-02T20:58+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808210_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_d4c3b6f2b5844532de180b1be3e927c5.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქეს თბილისში, იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართები მოტყუებით შეაძენინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულები დაარწმუნეს, თითქოს მათ მიერ გადახდილი თანხა შენობის რეაბილიტაციას, ბინების რემონტს მოხმარდებოდა და ისინი საცხოვრებელ ფართს სრულად კეთილმოწყობილ მდგომარეობაში მიიღებდნენ. შედეგად, ბრალდებულები დაზარალებული პირების კუთვნილ, ჯამში 1,6 მლნ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე 100 ათასი დოლარის და 35 ათასი დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები. დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808210_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0f05ad598274c36012fe080be96b7bd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
22 უცხოელს თბილისში ბინები მოტყუებით შეაძენინეს: დაკავებულია ორი პირი
17:37 02.08.2023 (განახლებულია: 20:58 02.08.2023) დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქეს თბილისში, იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართები მოტყუებით შეაძენინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულები დაარწმუნეს, თითქოს მათ მიერ გადახდილი თანხა შენობის რეაბილიტაციას, ბინების რემონტს მოხმარდებოდა და ისინი საცხოვრებელ ფართს სრულად კეთილმოწყობილ მდგომარეობაში მიიღებდნენ.
„დაზარალებულები ნასყიდობის შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხებს პერიოდულად იხდიდნენ, თუმცა ბრალდებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს არ ასრულებდნენ და მოქალაქეთა მიერ გადახდილ თანხებს თაღლითურად ისაკუთრებდნენ", – ნათქვამია განცხადებაში.
შედეგად, ბრალდებულები დაზარალებული პირების კუთვნილ, ჯამში 1,6 მლნ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე 100 ათასი დოლარის და 35 ათასი დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები.
დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.