„საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

© Department of Tourism and Resorts of Ajaraმატარებელი აჭარაში
მატარებელი აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე რკინიგზის სადგურის სალაროებში.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ 2 აგვისტოს თბილისი–ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
თბილისიდან მატარებელი 10:50 წუთზე გავა და ბათუმში 16:06-ზე იქნება. ბათუმიდან კი მატარებელი 18:55 გამოვა და თბილისში 00:02-ზე იქნება.
მატარებლების განრიგი გამოქვეყნებულია რკინიგზის ვებ-გვერდზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებ-გვერდისა და სწრაფი გადახდის აპარატებით. სამგზავრო ბილეთები ასევე რკინიგზის სადგურის სალაროებშიც იყიდება.
ყველა ახალი ამბავი
0