აცრების ეროვნული კალენდარი საქართველოში

გამოწერა
ზოგიერთი მშობელი სკეპტიკურადაა განწყობილი აცრებისადმი, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმუნიზაცია ბავშვების ჯანმრთელობის გარანტიაა. ისინი მშობლებს ურჩევენ, მკაცრად დაიცვან ვაქცინაციის გრაფიკი.
„Sputnik-საქართველო" მკითხველს სთავაზობს სავალდებულო აცრების გრაფიკს.
საქართველოში ვაქცინაციის ეროვნული კალენდარი მოიცავს ტუბერკულოზის, B ჰეპატიტის, როტავირუსის, პნევმოკოკის, დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, B ტიპის ჰემოფილური ინფექციის, წითურას, წითელასა და ყბაყურას საწინააღმდეგო ინექციებს.
ბოლო წლებში ეროვნულ კალენდარს დაემატა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც გოგონებს უტარდებათ 10-12 წლის ასაკში. იგი ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს.
ყველა ახალი ამბავი
0