https://sputnik-georgia.com/20230802/--------280755062.html
ტრანსნაციონალური კონტრაბანდა - ჩეხეთში შვიდი ქართველი დააკავეს
ტრანსნაციონალური კონტრაბანდა - ჩეხეთში შვიდი ქართველი დააკავეს
Sputnik საქართველო
საუბარია 5 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადების დამალვაზე. 02.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-02T12:45+0400
2023-08-02T12:45+0400
2023-09-14T12:54+0400
საქართველო
ჩეხეთი
პოლონეთი
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_26d9f48a2e087fe75c480d5f64cb1b67.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ჩეხეთის პოლიციამ 13-კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელიც სიგარეტის კონტრაბანდით იყო დაკავებული, მათგან შვიდი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". ტრანსნაციონალური კონტრაბანდის აღკვეთა სამი ქვეყნის – ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის სასაზღვრო პოლიციების თანამშრომლობით მოხერხდა. საუბარია 8,5 მლნ ღერ სიგარეტზე და 111 მლნ კრონზე მეტი (5 მლნ დოლარზე მეტი) გადასახადის დამალვაზე. კერძოდ, ჩეხეთის სამართალდამცველებმა პოლონელი მებაჟეებისგან მიღებული ინფორმაციის დახმარებით მოახერხეს სიგარეტის კონტრაბანდის საქმის გახსნა. გაირკვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩეხეთში, სოფელ ჩერნოჟიცეში მოქმედებდა. სამართალდამცველებმა მალულად მოწყობილი საწარმოდან დიდი ოდენობით კუსტარულად დამზადებული სიგარეტი და 22 ტონა ნედლი თამბაქო ამოიღეს. ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია დანადგარიც, რომელსაც შეუძლია წუთში 2,5 ათასი ღერი სიგარეტის დამზადება. სამართალდამცველებმა ბრალდებულებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 5 მლნ-მდე თანხა და ძვირადღირებული მანქანებიც ჩამოართვეს.ჩეხეთში დაკავებული შვიდი ქართველიდან ცნობილია, რომ ერთი 32 წლისაა (ჩეხეთში გამგზავრებამდე თბილისში ცხოვრობდა), მეორე კი 45 წლის (წარმოშობით სამეგრელოდან, ხობიდან). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ქართველების გარდა, დაკავებული არიან უკრაინის ხუთი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე. სიგარეტის კონტრაბანდის საქმეზე პოლონეთსა და სლოვაკეთში ასევე დააკავეს 25 პირი. გამოძიება ადგენს, აქვს თუ არა სამ ქვეყანაში გამოვლენილ კონტრაბანდულ ქსელს ერთმანეთთან კავშირი.
საქართველო
ჩეხეთი
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_338:0:3067:2047_1920x0_80_0_0_9e564294ab055ad882ac3830084520cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩეხეთი , პოლონეთი , შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩეხეთი , პოლონეთი , შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ტრანსნაციონალური კონტრაბანდა - ჩეხეთში შვიდი ქართველი დააკავეს
12:45 02.08.2023 (განახლებულია: 12:54 14.09.2023) საუბარია 5 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადების დამალვაზე.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ჩეხეთის პოლიციამ 13-კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელიც სიგარეტის კონტრაბანდით იყო დაკავებული, მათგან შვიდი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტრანსნაციონალური კონტრაბანდის აღკვეთა სამი ქვეყნის – ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის სასაზღვრო პოლიციების თანამშრომლობით მოხერხდა. საუბარია 8,5 მლნ ღერ სიგარეტზე და 111 მლნ კრონზე მეტი (5 მლნ დოლარზე მეტი) გადასახადის დამალვაზე.
კერძოდ, ჩეხეთის სამართალდამცველებმა პოლონელი მებაჟეებისგან მიღებული ინფორმაციის დახმარებით მოახერხეს სიგარეტის კონტრაბანდის საქმის
გახსნა. გაირკვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩეხეთში, სოფელ ჩერნოჟიცეში მოქმედებდა.
სამართალდამცველებმა მალულად მოწყობილი საწარმოდან დიდი ოდენობით კუსტარულად დამზადებული სიგარეტი და 22 ტონა ნედლი თამბაქო ამოიღეს. ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია დანადგარიც, რომელსაც შეუძლია წუთში 2,5 ათასი ღერი სიგარეტის დამზადება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 5 მლნ-მდე თანხა და ძვირადღირებული მანქანებიც ჩამოართვეს.
ჩეხეთში დაკავებული შვიდი ქართველიდან ცნობილია, რომ ერთი 32 წლისაა (ჩეხეთში გამგზავრებამდე თბილისში ცხოვრობდა), მეორე კი 45 წლის (წარმოშობით სამეგრელოდან, ხობიდან). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ქართველების გარდა, დაკავებული არიან უკრაინის ხუთი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე. სიგარეტის კონტრაბანდის საქმეზე პოლონეთსა და სლოვაკეთში ასევე დააკავეს 25 პირი.
გამოძიება ადგენს, აქვს თუ არა სამ ქვეყანაში გამოვლენილ კონტრაბანდულ ქსელს ერთმანეთთან კავშირი.