მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპი დამაჯერებლად უსწრებს კონკურენტებს: უახლესი გამოკითხვის შედეგები

© AP Photo / Rebecca Blackwell
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს დამაჯერებლად უსწრებს, რასაც The New York Times-ის და სიენის კოლეჯის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.
როგორც სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა 54% მზადაა ხმა მისცეს ტრამპს, ხოლო მის უახლოეს კონკურენტს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს მხოლოდ 17% უჭერს მხარს.
ამასთან არცერთ სხვა კანდიდატს 3%-ზე მეტი ხმა არ დაუგროვდა.
გარდა ამისა, გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ტრამპს გადამწყვეტი უპირატესობა აქვს თითქმის ყველა დემოგრაფიულ ჯგუფსა და რეგიონში, ასევე პარტიის ყველა იდეოლოგიურ ფრთაში.
დონალდ ტრამპი დიდი სხვაობით ლიდერობს მამაკაც და ქალ, ახალგაზრდა და ხანდაზმულ, ზომიერ და კონსერვატორ ამომრჩეველთა შორის. მას მხარს უჭერენ კოლეჯის მსმენელებიცა და არამსმენელებიც, ასევე ქალაქების, გარეუბნებისა და სოფლების მოსახლეობა.
ტრამპი ამჟამად რადენიმე სასამართლო გარჩევის ფიგურანტია. 28 ივლისს მას სამი ახალი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი საიდუმლო დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებით.
ექს-პრეზიდენტს ახლა 32-პუნქტიანი ბრალდება ემუქრება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დაპატიმრების შემთხვევაშიც კი აპირებს საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას.
წყარო: The New-York Times
ყველა ახალი ამბავი
0