https://sputnik-georgia.com/20230801/tianeti-axmeta-yvareli-ninigoris-gzis-saremonto-samusaoebi-aqtiurad-grzeldeba-280681320.html
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის სარემონტო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის სარემონტო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
Sputnik საქართველო
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11,7 მლნ ლარს შეადგენს. 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T13:36+0400
2023-08-01T13:36+0400
2023-08-01T20:24+0400
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
კახეთი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1c/277161630_0:192:2049:1344_1920x0_80_0_0_cf8b8def47f86489c627a52d3524152a.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის საავტომობილო გზის 11,5-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების 70%-მდე შესრულებულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. გზის აღნიშნული სარეაბილიტაციო მონაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება სოფელ ჯუღაანიდან, გაივლის სოფლებს სანიორესა და ნაფარეულს და სრულდება სოფელ შაქრიანის კვანძთან. პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. კერძოდ, გარემონტდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე ჩატარდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 9 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11,7 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
კახეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1c/277161630_0:0:2047:1535_1920x0_80_0_0_cc0e08fb1c39c44dc1353f2b44c9e978.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კახეთი , ახალი ამბები, საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კახეთი , ახალი ამბები, საქართველო
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის სარემონტო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
13:36 01.08.2023 (განახლებულია: 20:24 01.08.2023) პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11,7 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის საავტომობილო გზის 11,5-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების 70%-მდე შესრულებულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გზის აღნიშნული სარეაბილიტაციო მონაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება სოფელ ჯუღაანიდან, გაივლის სოფლებს სანიორესა და ნაფარეულს და სრულდება სოფელ შაქრიანის კვანძთან.
„გზის მიმდებარედ არის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, ღვინის საწარმოები, ბენზინგასამართი სადგურები, კომერციული ფართები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", – აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. კერძოდ, გარემონტდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ასევე ჩატარდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 9 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11,7 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.