https://sputnik-georgia.com/20230801/ruset-ukrainis-konfliqti-seiarareba-280678429.html
მიმოხილვა: რა შეუძლია ახალ თვითმავალ ჰაუბიცა „მალვას"
მიმოხილვა: რა შეუძლია ახალ თვითმავალ ჰაუბიცა „მალვას"
თანამედროვე ბრძოლის დინამიკა არტილერიისგან უფრო მეტ მანევრირებადობას, სიზუსტესა და სროლის სიჩქარეს მოითხოვს, მიაჩნია რუს სამხედრო მიმომხილველს. 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T10:31+0400
2023-08-01T10:31+0400
2023-08-01T16:36+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280663978_82:276:1009:797_1920x0_80_0_0_3784c834c17750b31335b1f36d94e5ef.jpg
თანამედროვე ბრძოლის დინამიკა არტილერიისგან უფრო მეტ მანევრირებადობას, სიზუსტესა და სროლის სიჩქარეს მოითხოვს, მიაჩნია რუს სამხედრო მიმომხილველს.კერძოდ, ის წერს: რუსეთის ისტორიაში პირველი ბორბლიანი თვითმავალი ჰაუბიცა „მალვა" აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. მან გაიარა ყველა ტესტი, რომელიც აუცილებელია მასობრივი წარმოების დასაწყებად.„როსტექმა“ დაასრულა 152 მმ-იანი ჰაუბიცა 2S43 „მალვას“ სახელმწიფო გამოცდები. ახალი ჰაუბიცა უფრო მანევრირებადია, ვიდრე სხვა თვითმავალი მუხლუხა იარაღები. უფრო სწრაფად ბრუნავს პოზიციაზე და ტოვებს მას საცეცხლე მისიის დასრულების შემდეგ. აქვს დიდი ტექნიკური რესურსი და დაბალი საექსპლუატაციო ღირებულება.საარტილერიო დანადგარი შექმნილია მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების, თავდაცვითი ნაგებობების, არტილერიის, სარაკეტო და ნაღმმტყორცნების ბატარეების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, ჯავშანტექნიკის კოლონებისა და ცოცხალი ძალის განადგურებისთვის. "მალვა" მალე გადაეცემა ჯარებს და ტრადიციულ რუსულ მუხლუხოვან თვითმავალ არტილერიას ძალას შემატებს.„მალვას“ წონა 32 ტონაა. გათვლილია გზატკეცილსა და უგზოობაზე მოძრაობისთვის, ავითარებს 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეს. საწვავის მარაგის შევსების გარეშე შეუძლია გაიაროს 1000 კმ. „მალვას“ ზომები და წონა შესაძლებელს ხდის მის ოპერატიულად გადასროლას დიდ მანძილზე სატრანსპორტო თვითმფრინავ Ил-76-ით.კონსტრუქცია საიმედოა და ეფექტური. ხუთკაციანი ეკიპაჟი განლაგებულია ორრიგიან სალონში, მანქანის წინა ნაწილში. საბრძოლო მასალა (30 ჭურვი) და სხვადასხვა აგრეგატები ცენტრშია მოთავსებული.საარტილერიო დანადგარი მდებარეობს კუდის ნაწილში. თვითმავალი "მალვა" შეიარაღებულია 152 მმ 2A64 ჰაუბიცით და შეუძლია 60°-იანი სიგანის სექტორში სროლა — სიმაღლის კუთხე -3°-დან +70°-მდე.„მალვას“ აქვს თანამედროვე (ციფრული) ავტომატიზებული საცეცხლე სისტემა მაღალი სიზუსტის სანავიგაციო საშუალებებითა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობით. ჰაუბიცას შეუძლია განახორციელოს „ერთდროული საცეცხლე შეტევა“ (სხვადასხვა ტრაექტორიაზე ნასროლი რამდენიმე ჭურვი ერთდროულად აღწევს მიზანს). საბორტო აღჭურვილობის კომპლექსი ეკიპაჟისთვის აადვილებს ჭურვების მიწოდებას.სროლის სიჩქარე — 7 გასროლა წუთში (შედარებისთვის: ნატოს თვითმავალი იარაღი CAESAR — 6 გასროლა წუთში). ფუგასური ჭურვების სროლის მაქსიმალური დიაპაზონი 24 კმ-ზე მეტია.ძირითადი უპირატესობები„მალვა“ კი არ ჩაანაცვლებს, არამედ შეავსებს (რაოდენობრივად და ხარისხობრივად) რუსული არმიის მიერ ადრე მიღებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების საბრძოლო პოტენციალს. თანამედროვე ბრძოლის დინამიკა უფრო მეტ სისწრაფეს მოითხოვს და ეს არის „მალვა“.ბორბლიანი ბაზა და ძლიერი ძრავა ამარტივებს და აჩქარებს სამხედრო აღჭურვილობის გადასროლას და საცეცხლე პოზიციის ოპერატიულად შეცვლის საშუალებას იძლევა. თვითმავალი ჰაუბიცის მაღალი მანევრირება უზრუნველყოფილია აგრეთვე მასის შემცირებით, რაც სრულფასოვან ჯავშანზე უარით არის მიღწეული. საარტილერიო სისტემების გამოყენებამ დაამტკიცა, რომ მობილურობა და ეფექტურობა მნიშვნელოვნად ამცირებს საფრთხეს ეკიპაჟისა და აგრეგატებისთვის.სავარაუდოდ, „მალვაზე“, რომელიც ნიჟეგოროდის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტ „ბურევესტნიკში“ შეიქმნა, დიდი მოთხოვნა იქნება სპეცოპერაციის ზონაში. ის გაზრდის რუსული საარტილერიო და საავტომობილო რესურსების შესაძლებლობებს — ოპტიმალური დანახარჯებით.არტილერიაზე უკიდურესად დიდი მოთხოვნაა მაღალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციებში. სპეცოპერაციის ზონაში, გარდა ცეცხლის ძალისა, მობილურობა გახდა პრიორიტეტული. მოწინააღმდეგის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა თანამედროვე (ნატოს) სადაზვერვო საშუალებების გამოყენება რუსი არტილერისტებისგან პოზიციების სწრაფად შეცვლას მოითხოვს — ამოცანის დასრულებისთანავე. რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და 152 მმ კალიბრის „ყვავილების სერია“ ტექნოლოგიურად მზადაა ეფექტურობის, სიზუსტისა და ცეცხლგამძლეობის გასაზრდელად.საერთო-საჯარისო ოპერაციების დროს არტილერია იძენს საცეცხლე უპირატესობას მტერზე, არღვევს მართვის სისტემებს, სადაზვერვო და ელექტრონული ომის სისტემებს, ანადგურებს თავდაცვით ნაგებობებსა და თავდაცვის სიღრმეში შესულ ტანკებს.და ჩვენ თითქმის ყოველდღე ვრწმუნდებით, რომ რუსულ არტილერიას აქვს დიდი საცეცხლე ძალა და სიზუსტე, მანევრირებისა და მოულოდნელი მოქმედების უნარი ნებისმიერ სიტუაციაში.ბრძოლის ველზე გამოყენებული საარტილერიო იარაღი და საბრძოლო მასალის ფართო სპექტრი შესაძლებელს ხდის დამოუკიდებლად გადაიჭრას განადგურების სხვადასხვა ამოცანები. თვითმავალი არტილერია ბევრი არასდროს არ არის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280663978_104:237:855:800_1920x0_80_0_0_4fb9c02be95d704efabf06095afb280c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თანამედროვე ბრძოლის დინამიკა არტილერიისგან უფრო მეტ მანევრირებადობას, სიზუსტესა და სროლის სიჩქარეს მოითხოვს, მიაჩნია რუს სამხედრო მიმომხილველს.
რუსეთის ისტორიაში პირველი ბორბლიანი თვითმავალი ჰაუბიცა „მალვა" აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. მან გაიარა ყველა ტესტი, რომელიც აუცილებელია მასობრივი წარმოების დასაწყებად.
„როსტექმა“ დაასრულა 152 მმ-იანი ჰაუბიცა 2S43 „მალვას“ სახელმწიფო გამოცდები. ახალი ჰაუბიცა უფრო მანევრირებადია, ვიდრე სხვა თვითმავალი მუხლუხა იარაღები. უფრო სწრაფად ბრუნავს პოზიციაზე და ტოვებს მას საცეცხლე მისიის დასრულების შემდეგ. აქვს დიდი ტექნიკური რესურსი და დაბალი საექსპლუატაციო ღირებულება.
საარტილერიო დანადგარი შექმნილია მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების, თავდაცვითი ნაგებობების, არტილერიის, სარაკეტო და ნაღმმტყორცნების ბატარეების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, ჯავშანტექნიკის კოლონებისა და ცოცხალი ძალის განადგურებისთვის. "მალვა" მალე გადაეცემა ჯარებს და ტრადიციულ რუსულ მუხლუხოვან თვითმავალ არტილერიას ძალას შემატებს.
„მალვას“ წონა 32 ტონაა. გათვლილია გზატკეცილსა და უგზოობაზე მოძრაობისთვის, ავითარებს 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეს. საწვავის მარაგის შევსების გარეშე შეუძლია გაიაროს 1000 კმ. „მალვას“ ზომები და წონა შესაძლებელს ხდის მის ოპერატიულად გადასროლას დიდ მანძილზე სატრანსპორტო თვითმფრინავ Ил-76-ით.
კონსტრუქცია საიმედოა და ეფექტური. ხუთკაციანი ეკიპაჟი განლაგებულია ორრიგიან სალონში, მანქანის წინა ნაწილში. საბრძოლო მასალა (30 ჭურვი) და სხვადასხვა აგრეგატები ცენტრშია მოთავსებული.
საარტილერიო დანადგარი მდებარეობს კუდის ნაწილში. თვითმავალი "მალვა" შეიარაღებულია 152 მმ 2A64 ჰაუბიცით და შეუძლია 60°-იანი სიგანის სექტორში სროლა — სიმაღლის კუთხე -3°-დან +70°-მდე.
„მალვას“ აქვს თანამედროვე (ციფრული) ავტომატიზებული საცეცხლე სისტემა მაღალი სიზუსტის სანავიგაციო საშუალებებითა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობით. ჰაუბიცას შეუძლია განახორციელოს „ერთდროული საცეცხლე შეტევა“ (სხვადასხვა ტრაექტორიაზე ნასროლი რამდენიმე ჭურვი ერთდროულად აღწევს მიზანს). საბორტო აღჭურვილობის კომპლექსი ეკიპაჟისთვის აადვილებს ჭურვების მიწოდებას.
სროლის სიჩქარე — 7 გასროლა წუთში (შედარებისთვის: ნატოს თვითმავალი იარაღი CAESAR — 6 გასროლა წუთში). ფუგასური ჭურვების სროლის მაქსიმალური დიაპაზონი 24 კმ-ზე მეტია.
ძირითადი უპირატესობები
„მალვა“ კი არ ჩაანაცვლებს, არამედ შეავსებს (რაოდენობრივად და ხარისხობრივად) რუსული არმიის მიერ ადრე მიღებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების საბრძოლო პოტენციალს. თანამედროვე ბრძოლის დინამიკა უფრო მეტ სისწრაფეს მოითხოვს და ეს არის „მალვა“.
ბორბლიანი ბაზა და ძლიერი ძრავა ამარტივებს და აჩქარებს სამხედრო აღჭურვილობის გადასროლას და საცეცხლე პოზიციის ოპერატიულად შეცვლის საშუალებას იძლევა. თვითმავალი ჰაუბიცის მაღალი მანევრირება უზრუნველყოფილია აგრეთვე მასის შემცირებით, რაც სრულფასოვან ჯავშანზე უარით არის მიღწეული. საარტილერიო სისტემების გამოყენებამ დაამტკიცა, რომ მობილურობა და ეფექტურობა მნიშვნელოვნად ამცირებს საფრთხეს ეკიპაჟისა და აგრეგატებისთვის.
სავარაუდოდ, „მალვაზე“, რომელიც ნიჟეგოროდის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტ „ბურევესტნიკში“ შეიქმნა, დიდი მოთხოვნა იქნება სპეცოპერაციის ზონაში. ის გაზრდის რუსული საარტილერიო და საავტომობილო რესურსების შესაძლებლობებს — ოპტიმალური დანახარჯებით.
არტილერიაზე უკიდურესად დიდი მოთხოვნაა მაღალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციებში. სპეცოპერაციის ზონაში, გარდა ცეცხლის ძალისა, მობილურობა გახდა პრიორიტეტული. მოწინააღმდეგის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა თანამედროვე (ნატოს) სადაზვერვო საშუალებების გამოყენება რუსი არტილერისტებისგან პოზიციების სწრაფად შეცვლას მოითხოვს — ამოცანის დასრულებისთანავე. რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და 152 მმ კალიბრის „ყვავილების სერია“ ტექნოლოგიურად მზადაა ეფექტურობის, სიზუსტისა და ცეცხლგამძლეობის გასაზრდელად.
საერთო-საჯარისო ოპერაციების დროს არტილერია იძენს საცეცხლე უპირატესობას მტერზე, არღვევს მართვის სისტემებს, სადაზვერვო და ელექტრონული ომის სისტემებს, ანადგურებს თავდაცვით ნაგებობებსა და თავდაცვის სიღრმეში შესულ ტანკებს.
და ჩვენ თითქმის ყოველდღე ვრწმუნდებით, რომ რუსულ არტილერიას აქვს დიდი საცეცხლე ძალა და სიზუსტე, მანევრირებისა და მოულოდნელი მოქმედების უნარი ნებისმიერ სიტუაციაში.
ბრძოლის ველზე გამოყენებული საარტილერიო იარაღი და საბრძოლო მასალის ფართო სპექტრი შესაძლებელს ხდის დამოუკიდებლად გადაიჭრას განადგურების სხვადასხვა ამოცანები. თვითმავალი არტილერია ბევრი არასდროს არ არის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე