https://sputnik-georgia.com/20230801/gwp-tbilisis-mosaxleobis-nawils-wyali-titqmis-ori-drit-dauwydeba-280681955.html
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება თითქმის ორი დღით შეუწყდება
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება თითქმის ორი დღით შეუწყდება
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 01.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-01T14:13+0400
2023-08-01T14:13+0400
2023-08-01T20:38+0400
gwp
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24546/23/245462389_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_e6f4fc52e379bc393e6f0645b9dc6aa9.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 2 აგვისტოს 23:30 საათიდან 4 აგვისტოს 17:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, GWP უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 2 აგვისტოს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. უწყების ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონს შეეზღუდება. კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24546/23/245462389_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_41173ab70567d7896e71fcbf3f4a683f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
gwp, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
gwp, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება თითქმის ორი დღით შეუწყდება
14:13 01.08.2023 (განახლებულია: 20:38 01.08.2023) წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 2 აგვისტოს 23:30 საათიდან 4 აგვისტოს 17:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 2 აგვისტოს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯამში 5,5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, დამონტაჟდა 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი.
უწყების ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონს შეეზღუდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი
იხილეთ ბმულზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.