https://sputnik-georgia.com/20230731/msobiarobis-semdgomi-depresia-280634929.html
შექმნილია წამალი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ: პრეპარატი დამტკიცებას ელოდება
შექმნილია წამალი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ: პრეპარატი დამტკიცებას ელოდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს, რომელიც უკვე გადაეცა აშშ-ის სურსათისა და... 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T17:21+0400
2023-07-31T17:21+0400
2023-08-03T17:39+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280634467_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_7bc827c646e591b21f7bad2040c84468.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს, რომელიც უკვე გადაეცა აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტოს (FDA) განსახილველად და მასზე ნებართვის გასაცემად.გავრცელებული ინფორმაციით, Sage Therapeutics-ისა და Biogen-ის მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი პრეპარატი Zuranolone არ არის ანტიდეპრესანტი. ეს არის სტეროიდი, რომელიც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს ქცევასა და განწყობაზე პასუხისმგებელ ნეირონებზე ზემოქმედებით. პაციენტს პრეპარატი ორი კვირის განმავლობაში დაენიშნება აბების სახით.არსებული ცნობით, მეცნიერებმა პრეპარატის III ფაზის კლინიკურ კვლევებში 170 ქალი ჩართეს, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე იმშობიარეს და რომლებსაც მძიმე ფორმის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდათ. მათი ერთი ნაწილი Zuranolone-ს იღებდა, მეორე ნაწილი კი — პლაცებოს.აღმოჩნდა, რომ სიმპტომები ექსპერიმენტში ჩართულ ყველა ქალს გაუუმჯობესდა, მათაც კი, ვინც სამკურნალო მედიკამენტის ნაცვლად პლაცებოს იღებდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა იმის გამო მოხდა, რომ მათ ბავშვის მოვლისგან დაისვენეს.თუმცა აღინიშნება, რომ Zuranolone-ის მიმღები ქალების მდგომარეობა შეუდარებლად უკეთესი იყო. ამასთან, პლაცებოს ჯგუფისგან განსხვავებით, მათ პოზიტიური ცვლილებები ოთხი-ექვსი კვირის განმალობაში შეუნარჩუნდათ.მოსალოდნელია, რომ FDA პრეპარატის დაშვება-არდაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას 5 აგვისტოსთვის მიიღებს.მშობიარობის შემდგომი დეპრესია არის განწყობის დარღვევა, რითაც უამრავი ქალი იტანჯება. სიმპტომები მოიცავს უკიდურეს დაღლილობას, განწყობის დაქვეითებას, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვასა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, ასევე სუიციდურ განწყობას. მანამდე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ყოველ მეშვიდე ქალს ემართება.წყარო: American Journal of Psychiatry
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280634467_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_d51638cbaa24d035b9b9dbc038f9a85e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს, რომელიც უკვე გადაეცა აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტოს (FDA) განსახილველად და მასზე ნებართვის გასაცემად.
გავრცელებული ინფორმაციით, Sage Therapeutics-ისა და Biogen-ის მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი პრეპარატი Zuranolone არ არის ანტიდეპრესანტი. ეს არის სტეროიდი, რომელიც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს ქცევასა და განწყობაზე პასუხისმგებელ ნეირონებზე ზემოქმედებით. პაციენტს პრეპარატი ორი კვირის განმავლობაში დაენიშნება აბების სახით.
არსებული ცნობით, მეცნიერებმა პრეპარატის III ფაზის კლინიკურ კვლევებში 170 ქალი ჩართეს, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე იმშობიარეს და რომლებსაც მძიმე ფორმის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდათ. მათი ერთი ნაწილი Zuranolone-ს იღებდა, მეორე ნაწილი კი — პლაცებოს.
აღმოჩნდა, რომ სიმპტომები ექსპერიმენტში ჩართულ ყველა ქალს გაუუმჯობესდა, მათაც კი, ვინც სამკურნალო მედიკამენტის ნაცვლად პლაცებოს იღებდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა იმის გამო მოხდა, რომ მათ ბავშვის მოვლისგან დაისვენეს.
თუმცა აღინიშნება, რომ Zuranolone-ის მიმღები ქალების მდგომარეობა შეუდარებლად უკეთესი იყო. ამასთან, პლაცებოს ჯგუფისგან განსხვავებით, მათ პოზიტიური ცვლილებები ოთხი-ექვსი კვირის განმალობაში შეუნარჩუნდათ.
მოსალოდნელია, რომ FDA პრეპარატის დაშვება-არდაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას 5 აგვისტოსთვის მიიღებს.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია არის განწყობის დარღვევა, რითაც უამრავი ქალი იტანჯება. სიმპტომები მოიცავს უკიდურეს დაღლილობას, განწყობის დაქვეითებას, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვასა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, ასევე სუიციდურ განწყობას. მანამდე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ყოველ მეშვიდე ქალს ემართება.