მოხარშული კვერცხი იაპონურად: ორიგინალური ვიდეორეცეპტი
13:48 31.07.2023 (განახლებულია: 19:33 31.07.2023)
© Unsplash/Svitlanaმოხარშული კვერცხი
გამოწერა
თუ გსურთ, რომ საუზმე არა მარტო გემრიელი, მსუყე და სასარგებლო, არამედ ლამაზიც იყოს, ეს რეცეპტი უნდა გამოიყენოთ.
ტრადიციულად, კვერცხი – მოხარშული თუ შემწვარი, ყოველთვის მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მოსამზადებელ კერძად. მისით ყოველთვის შეგიძლიათ შეავსოთ გარნირი, წვნიანი, თუნდაც ბუტერბროდი.
ქვემოთ გთავაზობთ კვერცხის მოხარშვის იაპონურ წესს – მეტად უჩვეულოსა და ორიგინალურს. რაც მთავარია, გემრიელს.
თქვენ დაგჭირდებათ: ღრმა ტაფა, ჩამჩა, კვერცხი, მარილი, პილპილი, თქვენთვის სასურველი სანელებლები და მზესუმზირის ზეთი.
ქვემოთ გთავაზობთ კვერცხის მოხარშვის იაპონურ წესს – მეტად უჩვეულოსა და ორიგინალურს. რაც მთავარია, გემრიელს.
თქვენ დაგჭირდებათ: ღრმა ტაფა, ჩამჩა, კვერცხი, მარილი, პილპილი, თქვენთვის სასურველი სანელებლები და მზესუმზირის ზეთი.
მომზადების წესი
დადგით ღრმა ტაფა ცეცხლზე და ჩაასხით მასში წყალი ისე, რომ ჩამჩის კიდეს ოდნავ ქვემოთ შემოუდგეს;
როდესაც წყალი ადუღდება, გატეხეთ კვერცხი და შიგთავსი მოათავსეთ ზეთწასმულ ჩამჩაში;
მაშინვე დაამატეთ მარილი, წიწაკა და, სურვილისამებრ, სანელებლები;
ჩამჩა წყალში ისე უნდა მოათავსოთ, რომ მასში წყალი არ ჩავიდეს. კარგი იქნება, თუ მზადების პროცესში ჩამჩა ხელში გეჭირებათ;
დაახლოებით 10 წამში კვერცხი შეიკვრება და ახლა უკვე შეგიძლიათ ჩამჩა წყალში ფრთხილად ჩაუშვათ, რათა კვერცხი იოლად მოხსნათ;
დატოვეთ მოთუხთუხე წყალში კვერცხი მანამ, სანამ ის თქვენთვის საჭირო კონსისტენციამდე არ მოიხარშება – დაახლოებით 1,5–2 წუთით.
სანამ ეს პროცესი დასრულდება, შეგიძლიათ დაიწყოთ მეორე კვერცხის მომზადება.
სულ ესაა. გემრიელად მიირთვით!