მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეცნერებმა ფართოდ გავრცელებულ ყვავილში ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალება აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2023
გამოწერა
თბილისი, 31ივლისი — Sputnik. ჰორტენზიის ფოთლებიდან მიღებული ნივთიერება შეიძლება ეფექტური სამკურნალო საშუალება იყოს ცილოვან ფოლაქებთან ბრძოლისთვის, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ხელშემწყობად მიიჩნევა, ნათქვამია ჟურნალ Biomedicine & Pharmacotherapy-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
მეცნიერთა თქმით, საუბარია ნივთიერება ფილოდულცინზე, რომელიც ჰორტენზიის მაკროფილში გვხვდება.
ჰორტენზიის გამხმარი ფოთლები აზიის ქვეყნებში სამკურნალო ჩაის დასამზადებლად გამოიყენება, ხოლო ფილოდულცინი ცნობილია, როგორც ძლიერი ბუნებრივი დამატკბობელი. ის 400-800-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე საქაროზა.
გარდა ამისა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ფილოდულცინს შეუძლია გადალახოს ჰემატოენცეფალიური ბარიერი და დათრგუნოს ტვინში ამილოიდის ბეტა ცილის აგრეგაცია.
საკუთარი ჰიპოთეზა მკვლევარებმა ლაბორატორიულ თაგვებზე შეამოწმეს. მღრღნელებს გენეტიკური მოდიფიკაცია ჩაუტარეს, რათა მათ ორგანიზმში ამილოიდური ფოლაქები წარმოქმნილიყო, რომლებიც ალცჰაიმერს ავითარებს. მეცნიერები თაგვებს ერთი თვის განმავლობაში ასმევდნენ ფილოდულცინიან საკონტროლო ნივთიერებას ყოველ სამ დღეში ერთხელ. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, ვიდრე საცდელი მღრღნელების ტვინის ქსოვილის ანალიზს ჩაატარებდნენ, მკვლევარებმა მათი დასწავლის უნარი და მახსოვრობა შეამოწმეს.
აღმოჩნდა, რომ ფილოდულცინი, გარდა იმისა, რომ ამილოიდების ბეტა-აგრეგაციას აჩერებდა, მანამდე არსებულ აგრეგაციებსაც ანადგურებდა.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ექსტრაქტი ამცირებს ბეტა-ამილოიდთან დაკავშირებულ ნეიროტოქსიკურობას და ხელს უშლის მეხსიერების დაქვეითებას.
„ჩვენი კვლევა პირველია, სადაც ნათქვამია, რომ ფილოდულცინმა შესაძლოა შეცვალოს ალცჰაიმერის დაავადების ძირითადი პათოგენეზი, რაც დემენციის პრევენციას, ან მისი პროგრესირების შეფერხებას ხდის შესაძლებელს“, — წერენ მეცნიერები.
ალცჰაიმერის დაავადება — დემენციის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.
ეს ნეიროდეგენერაციული დაავადება ხასიათდება მეხსიერების პროგრესირებადი დაქვეითებითა და გარკვეული ინტელექტუალური (კოგნიტიური) ფუნქციების მოშლით, რაც ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში დარღვევებს იწვევს.
დაავადების ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ ალცჰაიმერი მაშინ იჩენს თავს, თუ ტვინში ერთდროულად ორი ნეიროპათოლოგიური დაზიანებაა — ბეტა-ამილოიდური ცილის უჯრედშორისი დალექვა და ტაუ-ცილის უჯრედშიდა დალექვა. ამასთან დაავადების გამომწვევი რისკების დაახლოებით 70% გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0