https://sputnik-georgia.com/20230731/maxatas-mta-da-hualingis-dasaxleba-ertmanets-axali-gzit-daukavsirda-280653943.html
მახათას მთა და „ჰუალინგის“ დასახლება ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდა
მახათას მთა და „ჰუალინგის“ დასახლება ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდა
Sputnik საქართველო
აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გრუნტის გზა არსებობდა და მხოლოდ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T22:44+0400
2023-07-31T22:44+0400
2023-07-31T22:44+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280640923_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a641de327d9dbc88c9034368fb910a5e.jpg
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. ისნის რაიონში, მახათას აღმართსა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩას ერთმანეთთან ახალი გზა დააკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, ვაზისუბანში მდებარე ახალი საავტომობილო გზა „ჰუალინგის“ დასახლებიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს და ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს.დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღნიშნულ ტერიტორიაზე 1.500 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოეწყო, გამწვანების სამუშაოების ფარგლებში კი დაირგო 869 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარით დაფინანსდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280640923_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_02b1d383e975eb81e8a546360b04b5be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
მახათას მთა და „ჰუალინგის“ დასახლება ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდა
აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გრუნტის გზა არსებობდა და მხოლოდ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ.
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. ისნის რაიონში, მახათას აღმართსა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩას ერთმანეთთან ახალი გზა დააკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ვაზისუბანში მდებარე ახალი საავტომობილო გზა „ჰუალინგის“ დასახლებიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს და ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ, რომელიც მახათას მთასა და „ჰუალინგის“ დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გრუნტის გზა არსებობდა და მხოლოდ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ“, - განაცხადა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღნიშნულ ტერიტორიაზე 1.500 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოეწყო, გამწვანების სამუშაოების ფარგლებში კი დაირგო 869 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.
სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარით დაფინანსდა.