https://sputnik-georgia.com/20230731/kulturis-saministro-robert-sturuas-iubiles-ulocavs-280653730.html
კულტურის სამინისტრო რობერტ სტურუას იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო რობერტ სტურუას იუბილეს ულოცავს
Sputnik საქართველო
რეჟისორის მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T22:11+0400
2023-07-31T22:11+0400
2023-07-31T23:26+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/02/236820282_0:34:1600:934_1920x0_80_0_0_10505f1e298b4881597c61599dae17b9.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. კულტურის სამინისტრო ცნობილ ქართველ რეჟისორს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს ულოცავს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. რეჟისორის მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის, მათ შორისაა ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია, ინგლისური კრიტიკის პრემია, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ფესტივალ „ბალტიური სახლის" მთავარი პრემია და ა.შ.სტურუას ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი — ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული, ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგმული „ჰამლეტი“ კი შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა.რობერტ სტურუას „სცენის დიდოსტატის" წოდება მიენიჭა>>„რუსთაველის თეატრმა და რობერტ სტურუამ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე სახელი გაუთქვეს და საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს ქართულ თეატრსა და ქართულ კულტურას“, – აღნიშნულია განცხადებაში.რეჟისორი სპექტაკლებს ასევე დგამს უცხოეთის ქვეყნების ცნობილ თეატრებში, სხვადასხვა ქალაქში: საარბრიუკენი, დიუსელდორფი, ათენი, მოსკოვი, ბუენოს-აირესი, თელ-ავივი, ლონდონი, სტამბული, ჰელსინკი, სამარა, ვაიმარი, რომი, კიევი, ანკარა, იერუსალიმი.უწყების ცნობით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე იღებს დოკუმენტურ ფილმს „რობიკოს მასტერ-კლასი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/02/236820282_180:0:1600:1065_1920x0_80_0_0_8d2155fa1cf319bc63e0954a1f8a6380.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურის სამინისტრო რობერტ სტურუას იუბილეს ულოცავს
22:11 31.07.2023 (განახლებულია: 23:26 31.07.2023) რეჟისორის მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. კულტურის სამინისტრო ცნობილ ქართველ რეჟისორს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს ულოცავს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ბატონი რობერტი საერთაშორისო ავტორიტეტისა და აღიარების მქონე ქართველი ხელოვანია, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. მან საკუთარი შემოქმედებით ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სასცენო ხელოვნება, სადადგმო კულტურა თუ სათეატრო აზროვნება“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. რეჟისორის მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის, მათ შორისაა ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია, ინგლისური კრიტიკის პრემია, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ფესტივალ „ბალტიური სახლის" მთავარი პრემია და ა.შ.
სტურუას ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი — ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული, ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგმული „ჰამლეტი“ კი შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა.
„რუსთაველის თეატრმა და რობერტ სტურუამ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე სახელი გაუთქვეს და საერთაშორისო აღიარება მოუპოვეს ქართულ თეატრსა და ქართულ კულტურას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რეჟისორი სპექტაკლებს ასევე დგამს უცხოეთის ქვეყნების ცნობილ თეატრებში, სხვადასხვა ქალაქში: საარბრიუკენი, დიუსელდორფი, ათენი, მოსკოვი, ბუენოს-აირესი, თელ-ავივი, ლონდონი, სტამბული, ჰელსინკი, სამარა, ვაიმარი, რომი, კიევი, ანკარა, იერუსალიმი.
უწყების ცნობით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რობერტ სტურუას 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე იღებს დოკუმენტურ ფილმს „რობიკოს მასტერ-კლასი“.