https://sputnik-georgia.com/20230731/komerciuli-momxmareblistvis-gazis-tarifi-mcirdeba-280650860.html
კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი მცირდება
კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი მცირდება
Sputnik საქართველო
20 ათასამდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი 1 სექტემბრიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 11 თეთრით ნაკლებს გადაიხდის. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T20:54+0400
2023-07-31T20:54+0400
2023-07-31T23:05+0400
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293112_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_07a72747bfd31727bb247d6f8d4b10d2.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2023 წლის 1 სექტემბრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება მცირდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კერძოდ, 2023 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1,24 ლარით ნაცვლად ამჟამინდელი 1,35 ლარისა, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.როგორც კომპანიაში განმარტავენ, „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და იხდის აშშ დოლარში.კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 53,9 თეთრი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც ემსახურება ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს, მათ შორის 20 ათასამდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293112_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_24f00e05a3aa14fabd3983b7c4154846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი მცირდება
20:54 31.07.2023 (განახლებულია: 23:05 31.07.2023) 20 ათასამდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი 1 სექტემბრიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 11 თეთრით ნაკლებს გადაიხდის.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2023 წლის 1 სექტემბრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება მცირდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, 2023 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1,24 ლარით ნაცვლად ამჟამინდელი 1,35 ლარისა, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და იხდის აშშ დოლარში.
„მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 53,9 თეთრი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც ემსახურება ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს, მათ შორის 20 ათასამდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.