https://sputnik-georgia.com/20230731/batumsi-mimdinare-movlenebs-saxalxo-damcveli-akvirdeba-280645130.html
ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი აკვირდება
ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი აკვირდება
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T19:08+0400
2023-07-31T19:08+0400
2023-07-31T22:38+0400
საქართველოს სახალხო დამცველი
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280620151_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_dcbf0d083575f9ed254baf321d4c6b4b.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. სახალხო დამცველი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.ბათუმში დღეს ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ს წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ლაინერი პორტში დღეს, დაახლოებით 06:00 საათზე შემოვიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.სახალხო დამცველის ინფორმაციით, საპროსტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი უკრაინის მოქალაქეა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლები) ედავებიან.უწყების ინფორმაციით, დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ხოლო ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.„საქართველოს კარი ტურისტებისთვის ღიაა" - კალაძე დეგნანის განცხადებას ეხმაურება>>გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.მიზანმიმართული პროვოკაცია – დარჩიაშვილი ბათუმში ლაინერთან საპროტესტო აქციაზე>>უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1f/280620151_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_af8284632b1635ac63e02df3eaea7e2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სახალხო დამცველი, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს სახალხო დამცველი, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი აკვირდება
19:08 31.07.2023 (განახლებულია: 22:38 31.07.2023) საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. სახალხო დამცველი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
ბათუმში დღეს ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ს წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ლაინერი პორტში დღეს, დაახლოებით 06:00 საათზე შემოვიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, საპროსტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი უკრაინის მოქალაქეა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლები) ედავებიან.
„სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ხოლო ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.