https://sputnik-georgia.com/20230731/-1-----280635342.html
საქართველოში 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება
საქართველოში 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება
Sputnik საქართველო
შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 31.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-31T16:16+0400
2023-07-31T16:16+0400
2023-07-31T21:21+0400
საქართველო
ცესკო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260118470_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_eeddb6b56b23204ac04ad2d3ab41e90c.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცესკოს ინფორმაციით, ამ დღეს ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს. გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატაროს არჩევნები. 1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევმებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით არჩევნები 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85,3% მიიღებს. დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა „ძველი“ წესებით ჩატარდება, თუმცა შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260118470_312:205:1176:853_1920x0_80_0_0_977e912ff36fa59b5d8d9e957cab341a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოში 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება
16:16 31.07.2023 (განახლებულია: 21:21 31.07.2023) შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, ამ დღეს ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს. გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
„ამ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. შესაბამისად, კიდევ უფრო კარგად მოვემზადებით 2024 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატაროს არჩევნები.
1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევმებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით არჩევნები 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85,3% მიიღებს.
დანარჩენ უბნებზე კი კენჭისყრა „ძველი“ წესებით ჩატარდება, თუმცა შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.