ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები აგვისტოში – ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად

CC0 / Ryan Hallock / MW over EMW.ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
რეტროგრადული ვენერასა და მერკურის გამო აგვისტო არცთუ მარტივი თვე იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოდიაქოს ნიშნებს იღბალი მიატოვებს.
წარმატებების მიღწევის შანსი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ექნება, მაგრამ 12 ნიშნიდან განსაკუთრებულად იღბლიანების სამეულის გამოყოფა შეიძლება.
ქალწული
ქალწულები ძლიერ პოზიციაში აღმოჩნდებიან, მაგრამ 23 აგვისტომდე. თუმცა, ისინი ყველაზე მნნიშვნელოვანის გაკეთებას შეძლებენ მათი მთავარი მფარველის – მერკურის უკუსვლის დაწყებამდე. მთავარია, შეძლონ პრობლემებზე ფიქრის შეწყვეტა. სამაგიეროდ, უნდა იფიქრონ წარმატებებზე – ეს მათ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის.
ქალწულებმა თავიანთი დრო სამუშაოზე, საქმეებზე უნდა მიმართონ. სასიყვარულო სფერო მოიცდის, მაგრამ მისი სრულად აბსტრაგირება არ ღირს, რადგან ბევრს გაუჩნდება ქალწულების გაცნობისა და მათთან არშიყის სურვილი. ამ ნიშნის წარმომადგენლების მთავარი პირობა ბედნიერებისთვის არის მოქმედების გეგმა, მიზანსწრაფვა.
ფილოსოფოსი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მთავარი სიბრძნე
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ადამიანებთან ურთიერთობებში თანაგრძნობის გამოხატვა, ემპათია დაეხმარება. გულგრილი დამოკიდებულება გამოიწვევს იმას, რომ თვითონ დარჩებიან მხარდაჭერის გარეშე. აგვისტო ადამიანებთან ერთად მოქმედებების დროა, ამიტომ ზედმეტი დამოუკიდებლობა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა კარგ არაფერს მოიტანს.
ღამის მანათობლები მშვილდოსნებს ნებისმიერ საქმეში რაციონალურ მიდგომაში დაეხმარებიან, ააცილებენ არასაჭირო რისკებს. პლანეტები ასევე იზრუნებენ იმაზე, რომ უსიამოვნო შემთხვევებმა მალე ჩაიაროს და ამ ნიშნის წარმომადგენლების სულში კვალი არ დატოვოს. მშვილდოსნებისთვის ესაა განწმენდის, ემოციური აღმასვლის, რწმენის მოპოვების დრო.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2019
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
მერწყული
მერწყულებს ვარსკვლავები კონფლიქტების გადაწყვეტაში დაეხმარებიან. ისინი შეძლებენ ურთიერთობების მოგვარებას ახლობლებთან, მეგობრებთან. ბევრად უკეთესი მეუღლეები, დედები, მამები, შვილები, და–ძმები გახდებიან. ეს ის თვეა, როდესაც მათ უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოჩანს, რომ ყველაფერი საუკეთესო საკუთარ თავში უკვე ზედაპირზე დევს.
მერწყულების საუკეთესონი გახდებიან ბიზნესისა და სამუშაოს, სწავლის მხრივაც. მიზნისკენ სვლა უმოკლესი გზებით აჯობებს – ეს ყველაზე სწორი, თუმცა ხანდახან ძალიან რთული გზა იქნება. არ ღირს შემოვლითი გზების ძიება. სჯობს, ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ და საკუთარი თავის გჯეროდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0