https://sputnik-georgia.com/20230730/svriis-fafit-sauzmoba-sasargeblo-ar-aris-280581188.html
არ შეიძლება დილით: ექიმები შვრიის ფაფით საუზმობას კრძალავენ
არ შეიძლება დილით: ექიმები შვრიის ფაფით საუზმობას კრძალავენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. შვრიის ფაფა უკვე დიდი ხანია მიიჩნევა იდეალურ საუზმედ მისი განსაკუთრებული თვისებებისა და ენერგეტიკული ღირებულების გამო, მაგრამ... 30.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-30T19:03+0400
2023-07-30T19:03+0400
2023-08-17T10:49+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23681/97/236819785_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_066184bc8d4d9fbf16ba7951d53178b6.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. შვრიის ფაფა უკვე დიდი ხანია მიიჩნევა იდეალურ საუზმედ მისი განსაკუთრებული თვისებებისა და ენერგეტიკული ღირებულების გამო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სასარგებლოა მხოლოდ მთელმარცვლიანი, ან უხეშად დაღერღილი შვრია და არა მისი ფანტელები.მათი თქმით, შვრიის ყველა ის სახეობა, რომელიც სწრაფად მზადდება, როგორც წესი, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, დანამატებსა და გემოს გამაძლიერებლებს. ეს ყველაფერი კი საზიანოა ორგანიზმისთვის.ამასთან დადგინდა, რომ შვრიის ფაფა საუზმისთვის არცთუ კარგი ვარიანტია, ვინაიდან უზმოზე ის ნეგატიურ ეფექტს ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ფიტინის მჟავების ჭარბი შემცველობის გამო, წერს Vista News-ი.სპეციალისტების განმარტებით, ეს შენაერთები ამუხრუჭებს გაღვიძების პროცესს და უფრო მეტიც, იწვევს ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს.გაირკვა ისიც, რომ ფიტინის მჟავები არ აძლევს ნაწლავებს საკვებში შემავალი კალციუმის ნორმალურად ათვისების საშუალებას, რის გამოც შვრიის ფაფა არ შეიძლება ჩაითვალოს დილის ენერგიის იდეალურ წყაროდ.კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ შვრია დილიდან არ უნდა მიირთვათ, ისაა, რომ იგი ძალიან ცოტა რაოდენობით ცილებს შეიცავს. არადა ცილა უკიდურესად ესაჭიროება ორგანიზმს გაღვიძების შემდეგ.ამიტომ ექსპერტების რჩევაა, მიირთვათ შვრიის ფაფა არა დილიდან, არამედ მხოლოდ სადილობისას. თუ მაინცდამაინც უზმოზე გსურთ მისი ჭამა, მაშინ აუცილებლად დაამატეთ მას ცილოვანი საკვები — კვერცხი, ქათმის ხორცი, ხაჭო, ყველი ან სხვა.შვრიის ფაფა წონაში დასაკლებადგავრცელებული მოსაზრება, რომ თუ რაციონში შვრიის ფაფას ჩავრთავთ, გახდომის მექანიზმი ავტომატურად ამუშავდება, მთლად მართებული არ არის.უნდა იცოდეთ, რომ, თუ შვრიის ფაფას წონაში დასაკლებად მიირთმევთ, ის უნდა იყოს მთელმარცვლიანი ან უხეშად დაფქული და წყალში მოხარშული. რძე, კარაქი, ნაღები თუ შაქარი, შვრიის ფაფის გასახდომ ეფექტს ანეიტრალებს.დიეტოლოგების რჩევით, შვრიის ფაფის ჭამა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ და იმ დღეებში, როდესაც ფიზიკურ ვარჯიშს აპირებთ. ასეთ შემთხვევაში რთული ნახშირწყლები უფრო სწრაფად შეიწოვება.კიდევ რა უნდა იცოდეთ გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შვრია და მისგან მომზადებული ფაფა არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ ზოგ შემთხვევაში ცვლის კიდეც მედიკამენტებს და ხშირად გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკურ საშუალებასაც წარმოადგენს.სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტის მუდმივი გამოყენება კუჭში უსაფრთხო გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა, რაც ბაქტერიებისგან დაცვას უზრუნველყოფს.ექიმ ფრანცისკა რუბინის თქმით, მთელმარცვლიანი, ანუ მინიმალურად გადამუშავებული შვრიის ფაფის ყოველდღიურ რაციონში შეტანა ორგანიზმს საშუალებას აძლევს:ირკვევა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ შვრია ხსნის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, რადგან ნაწლავის კედელს დამცავ გარსად ამოეფინება. შედეგად – მომატებული მჟავიანობის დროს კუჭის წვენის აგრესიული ზემოქმედება მცირდება და ნაწლავის კედლის ლორწოვანაც „მშვიდდება“.არანაკლები ეფექტი აქვს შვრიის ჩაის. მას შეუძლია ჩაანაცვლოს ლიმონის, ლიმონის ზეთის, ხახვისა და ნივრის სამკურნალო ეფექტები.გარდა ამისა, ფრანცისკა რუბინი ყურადღებას ამახვილებს შვრის გარეგან გამოყენებაზეც. მისი თქმით, შვრიის ნახარში ამშვიდებს კანს და რეკომენდებულია მისი გამოყენება ნეიროდერმიტის დროს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23681/97/236819785_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_c797020974ac367c4aed86c1e7861d44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. შვრიის ფაფა უკვე დიდი ხანია მიიჩნევა იდეალურ საუზმედ მისი განსაკუთრებული თვისებებისა და ენერგეტიკული ღირებულების გამო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სასარგებლოა მხოლოდ მთელმარცვლიანი, ან უხეშად დაღერღილი შვრია და არა მისი ფანტელები.
მათი თქმით, შვრიის ყველა ის სახეობა, რომელიც სწრაფად მზადდება, როგორც წესი, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, დანამატებსა და გემოს გამაძლიერებლებს. ეს ყველაფერი კი საზიანოა ორგანიზმისთვის.
ამასთან დადგინდა, რომ შვრიის ფაფა საუზმისთვის არცთუ კარგი ვარიანტია, ვინაიდან უზმოზე ის ნეგატიურ ეფექტს ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ფიტინის მჟავების ჭარბი შემცველობის გამო, წერს Vista News-ი.
სპეციალისტების განმარტებით, ეს შენაერთები ამუხრუჭებს გაღვიძების პროცესს და უფრო მეტიც, იწვევს ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
გაირკვა ისიც, რომ ფიტინის მჟავები არ აძლევს ნაწლავებს საკვებში შემავალი კალციუმის ნორმალურად ათვისების საშუალებას, რის გამოც შვრიის ფაფა არ შეიძლება ჩაითვალოს დილის ენერგიის იდეალურ წყაროდ.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ შვრია დილიდან არ უნდა მიირთვათ, ისაა, რომ იგი ძალიან ცოტა რაოდენობით ცილებს შეიცავს. არადა ცილა უკიდურესად ესაჭიროება ორგანიზმს გაღვიძების შემდეგ.
ამიტომ ექსპერტების რჩევაა, მიირთვათ შვრიის ფაფა არა დილიდან, არამედ მხოლოდ სადილობისას. თუ მაინცდამაინც უზმოზე გსურთ მისი ჭამა, მაშინ აუცილებლად დაამატეთ მას ცილოვანი საკვები — კვერცხი, ქათმის ხორცი, ხაჭო, ყველი ან სხვა.
შვრიის ფაფა წონაში დასაკლებად
გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ რაციონში შვრიის ფაფას ჩავრთავთ, გახდომის მექანიზმი ავტომატურად ამუშავდება, მთლად მართებული არ არის.
უნდა იცოდეთ, რომ, თუ შვრიის ფაფას წონაში დასაკლებად მიირთმევთ, ის უნდა იყოს მთელმარცვლიანი ან უხეშად დაფქული და წყალში მოხარშული. რძე, კარაქი, ნაღები თუ შაქარი, შვრიის ფაფის გასახდომ ეფექტს ანეიტრალებს.
დიეტოლოგების რჩევით, შვრიის ფაფის ჭამა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ და იმ დღეებში, როდესაც ფიზიკურ ვარჯიშს აპირებთ. ასეთ შემთხვევაში რთული ნახშირწყლები უფრო სწრაფად შეიწოვება.
გერმანელმა მეცნიერებმა
დაადგინეს, რომ შვრია და მისგან მომზადებული ფაფა არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ ზოგ შემთხვევაში ცვლის კიდეც მედიკამენტებს და ხშირად გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკურ საშუალებასაც წარმოადგენს.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტის მუდმივი გამოყენება კუჭში უსაფრთხო გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა, რაც ბაქტერიებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
ექიმ ფრანცისკა რუბინის თქმით, მთელმარცვლიანი, ანუ მინიმალურად გადამუშავებული შვრიის ფაფის ყოველდღიურ რაციონში შეტანა ორგანიზმს საშუალებას აძლევს:
დაიცვას თავი არაერთი დაავადებისგან,
შეინარჩუნოს ან დაიბრუნოს ნორმალური წონა,
დააქვეითოს არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე,
შეამციროს ნაწლავური სიმსივნეების განვითარების რისკი.
ირკვევა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ შვრია ხსნის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, რადგან ნაწლავის კედელს დამცავ გარსად ამოეფინება. შედეგად – მომატებული მჟავიანობის დროს კუჭის წვენის აგრესიული ზემოქმედება მცირდება და ნაწლავის კედლის ლორწოვანაც „მშვიდდება“.
არანაკლები ეფექტი აქვს შვრიის ჩაის. მას შეუძლია ჩაანაცვლოს ლიმონის, ლიმონის ზეთის, ხახვისა და ნივრის სამკურნალო ეფექტები.
გარდა ამისა, ფრანცისკა რუბინი ყურადღებას ამახვილებს შვრის გარეგან გამოყენებაზეც. მისი თქმით, შვრიის ნახარში ამშვიდებს კანს და რეკომენდებულია მისი გამოყენება ნეიროდერმიტის დროს.