https://sputnik-georgia.com/20230730/monumenti-deda-samsoblo-kievsi-280590657.html
კიევში მონუმენტ „დედა-სამშობლოდან“ საბჭოთა გერბის დემონტაჟი დაიწყო - ვიდეო
კიევში მონუმენტ „დედა-სამშობლოდან“ საბჭოთა გერბის დემონტაჟი დაიწყო - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კიევში მონუმენტ „დედა-სამშობლოდან“ საბჭოთა კავშირის გერბის დემონტაჟი დაიწყო, იუწყება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის... 30.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-30T20:22+0400
2023-07-30T20:22+0400
2023-07-30T20:22+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271230565_0:0:3059:1720_1920x0_80_0_0_040b00106bc2696a2fc68c17fb1ff952.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კიევში მონუმენტ „დედა-სამშობლოდან“ საბჭოთა კავშირის გერბის დემონტაჟი დაიწყო, იუწყება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო.გერბი რამდენიმე მეტრიან ფოლადის ფარზეა განთავსებული, რომელიც სამშობლოს სიმბოლოს, ქალის ფიგურას უჭირავს.გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის — 24 აგვისტოსთვის, სსრკ-ის გერბის ნაცვლად ფარზე უკრაინის გერბი უნდა დამაგრდეს.აღსანიშნავია, რომ 29 ივლისს უკრაინის ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა წამოაყენა წინადადება, მონუმენტს „დედა-სამშობლოს“ ნაცვლად, „დედა-უკრაინა“ ეწოდოს.მონუმენტი კიევში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომში უკრაინის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე. ქალის ფიგურის სიმაღლე 62 მეტრია (102 მეტრი კვარცხლბეკით). ეს არის ყველაზე მაღალი ქანდაკება უკრაინაში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. იგი 1981 წელს აიგო. მის გახსნაში მონაწილეობდა მაშინდელი საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი.ძეგლი არ დაქვემდებარებია უკრაინაში მიღებულ კანონებს დესოვეტიზაციის შესახებ; კიევის ბევრი მცხოვრები მას აღიქვამს არა როგორც საბჭოთა ეპოქის ძეგლს, არამედ როგორც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს. თუმცა გამოკითხვამ, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხული 780 000 მოქალაქის85% მხარ უჭერდა ფარზე გერბის შეცვლას. ეს ცვლილება კულტურის სამინისტრომ დაამტკიცა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271230565_18:0:2749:2048_1920x0_80_0_0_01558a4c918b4f240a99b9638ede8fcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კიევში მონუმენტ „დედა-სამშობლოდან“ საბჭოთა კავშირის გერბის დემონტაჟი დაიწყო, იუწყება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო.
გერბი რამდენიმე მეტრიან ფოლადის ფარზეა განთავსებული, რომელიც სამშობლოს სიმბოლოს, ქალის ფიგურას უჭირავს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის — 24 აგვისტოსთვის, სსრკ-ის გერბის ნაცვლად ფარზე უკრაინის გერბი უნდა დამაგრდეს.
აღსანიშნავია, რომ 29 ივლისს უკრაინის ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა წამოაყენა წინადადება, მონუმენტს „დედა-სამშობლოს“ ნაცვლად, „დედა-უკრაინა“ ეწოდოს.
მონუმენტი კიევში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომში უკრაინის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე. ქალის ფიგურის სიმაღლე 62 მეტრია (102 მეტრი კვარცხლბეკით). ეს არის ყველაზე მაღალი ქანდაკება უკრაინაში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. იგი 1981 წელს აიგო. მის გახსნაში მონაწილეობდა მაშინდელი საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი.
ძეგლი არ დაქვემდებარებია უკრაინაში მიღებულ კანონებს დესოვეტიზაციის შესახებ; კიევის ბევრი მცხოვრები მას აღიქვამს არა როგორც საბჭოთა ეპოქის ძეგლს, არამედ როგორც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს. თუმცა გამოკითხვამ, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხული 780 000 მოქალაქის85% მხარ უჭერდა ფარზე გერბის შეცვლას. ეს ცვლილება კულტურის სამინისტრომ დაამტკიცა.