https://sputnik-georgia.com/20230730/mobiluri-iusticiis-saxli-saqartvelos-yvela-regionsia-280582845.html
„მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე საქართველოს ყველა რეგიონშია
„მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე საქართველოს ყველა რეგიონშია
Sputnik საქართველო
„მობილური იუსტიციის სახლი“ მოქალაქეებს 450-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობს. 30.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-30T16:56+0400
2023-07-30T16:56+0400
2023-07-30T16:56+0400
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259434453_28:93:931:601_1920x0_80_0_0_b3e8d027bd0f861373196f1beb3affc8.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი" უკვე მთელ საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.„მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებებისათვის და საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე, საკუთარი სახლის ჭიშკართან მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისი.„მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი 2021 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. ის 10 რეგიონის – სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს მოიცავს.პროექტის ამოქმედებიდან დღემდე „მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებით 42 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259434453_87:103:751:601_1920x0_80_0_0_02f2b5f0a6a1d4e4773d450053554af2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს რეგიონები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს რეგიონები
„მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე საქართველოს ყველა რეგიონშია
„მობილური იუსტიციის სახლი“ მოქალაქეებს 450-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობს.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი" უკვე მთელ საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებებისათვის და საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე, საკუთარი სახლის ჭიშკართან მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისი.
„მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი 2021 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. ის 10 რეგიონის – სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს მოიცავს.
პროექტის ამოქმედებიდან დღემდე „მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებით 42 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.