ფლორენციის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

CC BY-SA 2.0 / Maria Eklind / Poliziaიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
მამაკაცმა, რომელიც აფთიაქის თანამშრომლებს სათამაშო იარაღით ემუქრებოდა, 1.200 ევრო მიითვისა და შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ფლორენციის სასამართლომ აფთიაქის გაქურდვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა.
იტალიური მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი 10 ივლისს აფთიაქის თანამშრომლებს დაემუქრა დანითა და პისტოლეტით, რომელიც სათამაშო აღმოჩნდა, წაიღო 1,2 ათასი ევრო და ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა.
მამაკაცი დააკავეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მოტოციკლი, რომლითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, მოპარული იყო.
ყველა ახალი ამბავი
0