https://sputnik-georgia.com/20230730/express--ruset-ukrainis-konfliqti-280596864.html
Express: ბრიტანელები უკრაინელებს ყირიმში შესაჭრელად წვრთნიან
Express: ბრიტანელები უკრაინელებს ყირიმში შესაჭრელად წვრთნიან
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის ელიტარულ ბრიგადას წვრთნის, რათა უკრაინას ყირიმის შობამდე... 30.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-30T22:09+0400
2023-07-30T22:09+0400
2023-07-30T22:09+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277623456_0:184:2987:1864_1920x0_80_0_0_1d89a6020a625a9e11909728eba6720d.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის ელიტარულ ბრიგადას წვრთნის, რათა უკრაინას ყირიმის შობამდე დაბრუნებაში დაეხმაროს, იუწყება ბრიტანული Express წყაროებზე დაყრდნობით.წყაროების ცნობით, დარტმურში (ინგლისი) 2000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია ჩასული სპეციალურ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.წყაროების ინფორმაციით, ოპერაციისას შორი რადიუსის რაკეტები იქნება გამოყენებული, რომლებსაც უკრაინას დიდი ბრიტანეთი, აშშ და გერმანია მიაწვდიან.წვრთნები დევონის საგრაფოში, ოკეჰემპტონში მდებარე საბრძოლო ბანაკში მიმდინარეობს. ეს ადგილი დახურულია ყველა სხვა სამხედრო ნაწილისა და საზოგადოებისთვის.კიევის განზრახვას, დაიბრუნოს ყირიმი, რუსეთში თვითმკვლელობა უწოდეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ძლიერი ბირთვული სახელმწიფოსთვის ტერიტორიის წართმევა შეუძლებელია. როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, ნახევარკუნძულზე თავდასხმას „შურისძიების“ დარტყმები მოჰყვება და„კიევის მმართველობის ქვეშ დარჩენილი უკრაინა ცეცხლში გაეხვევა“.წყარო: Express
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277623456_129:0:2858:2047_1920x0_80_0_0_41f21eec4cb58d9bac3bfcaaa31259b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის ელიტარულ ბრიგადას წვრთნის, რათა უკრაინას ყირიმის შობამდე დაბრუნებაში დაეხმაროს, იუწყება ბრიტანული Express წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, დარტმურში (ინგლისი) 2000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია ჩასული სპეციალურ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.
„ეს სამხედროები გახდებიან ყირიმის დაბრუნების ოპერაციის სათავე, ხოლო ორი სხვა ძალა ერთდროულ შეტევებს განახორციელებს. ოპერაცია მოიცავს იერიშებს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან. უკრაინელი სპეცრაზმელები რუსული ჯარების პარალიზებისა და განადგურებისთვის ტექნიკას გამოიყენებენ, სხვა ადგილებში კი ჯავშანტანკოსანი ქვედანაყოფები თავდაცვას გაარღვევენ“, — წერს გამოცემა.
წყაროების ინფორმაციით, ოპერაციისას შორი რადიუსის რაკეტები იქნება გამოყენებული, რომლებსაც უკრაინას დიდი ბრიტანეთი, აშშ და გერმანია მიაწვდიან.
წვრთნები დევონის საგრაფოში, ოკეჰემპტონში მდებარე საბრძოლო ბანაკში მიმდინარეობს. ეს ადგილი დახურულია ყველა სხვა სამხედრო ნაწილისა და საზოგადოებისთვის.
კიევის განზრახვას, დაიბრუნოს ყირიმი, რუსეთში თვითმკვლელობა უწოდეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ძლიერი ბირთვული სახელმწიფოსთვის ტერიტორიის წართმევა შეუძლებელია. როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, ნახევარკუნძულზე თავდასხმას „შურისძიების“ დარტყმები მოჰყვება და„კიევის მმართველობის ქვეშ დარჩენილი უკრაინა ცეცხლში გაეხვევა“.