https://sputnik-georgia.com/20230730/30-ivlisi-trefikingtan-brzolis-saertasoriso-drea-280580050.html
30 ივლისი ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
30 ივლისი ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
Sputnik საქართველო
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა 2013 წლიდან აღნიშნავს. 30.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-30T14:52+0400
2023-07-30T14:52+0400
2023-07-30T14:52+0400
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/54/235935434_0:270:5184:3186_1920x0_80_0_0_96da16618eeb96b328430bc8fc2e1745.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირები ესწრებოდნენ.საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოში ტრეფიკინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. კერძოდ, პროკურატურაში შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან.საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავე საფეხურზეა - ანგარიში>>აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად.პროკურატურის ცნობით. საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.საქართველოში ტრეფიკინგის მსოფლიო დღე 2014 წლიდან აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23593/54/235935434_288:0:4896:3456_1920x0_80_0_0_aa927e167fd7cf634865d615a26364e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
30 ივლისი ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა 2013 წლიდან აღნიშნავს.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოში ტრეფიკინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.
„შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის
ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. კერძოდ, პროკურატურაში შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად.
პროკურატურის ცნობით. საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლეს საფეხურზეა და მოწინავე ქვეყნების ჩამონათვალში შედის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფოების მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოში ტრეფიკინგის მსოფლიო დღე 2014 წლიდან აღინიშნება.