ქართველი სამხედროებმა წვრთნებში Sea Breeze 2023 მიიღეს მონაწილეობა

© press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaსწავლება Sea Breeze 2023
სწავლება Sea Breeze 2023 - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს თავდაცვის ძალები Sea Breeze-ში 2001 წლიდან იღებს მონაწილეობას
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებმა შოტლანდიაში მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება Sea Breeze 2023-ში მიიღო მონაწილეობა, ნათქამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიაში, გლაზგოსა და ლოხ-იუში აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2023 ჩატარდა.
უწყების ცნობით, სწავლება, რომელიც აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას მრავალეროვან პარტნიორებთან ერთად, ასევე შავი ზღვისა და პარტნიორობა მშვიდობისათვის საზღვაო უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას.
წელს მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალები საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი.
თავდაცვის ძალების ორი ოფიცერი ნაღმოსანთა ტაქტიკური დაჯგუფების შემადგენლობაში ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესებში იყო ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი კი, მოტივტივე საზღვაო ნაღმების, ფსკერის ნაღმების და მისაკრავი ნაღმების ძებნის, აღმოჩენის, განაღმვისა და დანაღმვის, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებში მონაწილეობდა.
საქართველოსთან ერთად სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ასევე ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმოსანთა ხომალდების დაჯგუფება.
საქართველოს თავდაცვის ძალები Sea Breeze-ში 2001 წლიდან იღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0