https://sputnik-georgia.com/20230729/savi-zrvis-wyali-kidev-ertxel-semowmda-280519421.html
შავი ზღვის წყალი კიდევ ერთხელ შემოწმდა: ცნობილია დასკვნა
შავი ზღვის წყალი კიდევ ერთხელ შემოწმდა: ცნობილია დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შავ ზღვაში წყლის ხარისხი კიდევ ერთხელ შემოწმდა და დადგინდა, რომ ის ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს... 29.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-29T10:47+0400
2023-07-29T10:47+0400
2023-07-29T10:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
შავი ზღვა
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269530504_0:99:1900:1168_1920x0_80_0_0_3ad2d3a20bde5650a5333af24f96c2ee.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შავ ზღვაში წყლის ხარისხი კიდევ ერთხელ შემოწმდა და დადგინდა, რომ ის ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.სააგენტოს ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა შავი ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე ლითონისა, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადებისა, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და ასევე სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კონცენტრაცია.გავრცელებული ცნობით, სინჯები საანალიზოდ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და „სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“.
საქართველო
შავი ზღვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269530504_106:0:1795:1267_1920x0_80_0_0_9593931552c8330729a1d609aa43e8c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შავი ზღვა , გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, შავი ზღვა , გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შავ ზღვაში წყლის ხარისხი კიდევ ერთხელ შემოწმდა და დადგინდა, რომ ის ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია“, — აცხადებს სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა შავი ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე ლითონისა, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადებისა, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და ასევე სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კონცენტრაცია.
„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები“, — განმარტავს სააგენტო.
გავრცელებული ცნობით, სინჯები საანალიზოდ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და „სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“.