https://sputnik-georgia.com/20230729/-saqartvlo-evrokavsiri-280526181.html
ქადაგიშვილი: საქართველო მზადაა, წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მისაღებად
ქადაგიშვილი: საქართველო მზადაა, წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მისაღებად
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკავშირის ყველა ქვეყან დაუჭერს 29.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-29T13:18+0400
2023-07-29T13:18+0400
2023-08-28T14:03+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_0:229:3233:2048_1920x0_80_0_0_c5a47ccc0bf80bbe281fada5a3ac0054.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მიიღოს, განუცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.მისი განმარტებით, რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს არა გარკვეული, არამედ ძლიერი პროგრესი.დეპუტატის თქმით, საქართველო სულ სხვა განვითარების ეტაპზეა და ეს ფსევდო-ლოზუნგები, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ოპერირებდნენ, ჰაერში გამოკიდებული დარჩა.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. მანამდე, ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24352/58/243525845_756:191:3233:2048_1920x0_80_0_0_4a1cc8cf82741c7436b0ea53010b1105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
ქადაგიშვილი: საქართველო მზადაა, წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მისაღებად
13:18 29.07.2023 (განახლებულია: 14:03 28.08.2023) საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკავშირის ყველა ქვეყან დაუჭერს
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მიიღოს, განუცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„დღეს საქართველოში არის სრული მზაობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მოგვანიჭონ. დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი განმარტებით, რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს არა გარკვეული, არამედ ძლიერი პროგრესი.
„ახლახან იყო კონფერენცია, სადაც ევროკავშირის ელჩი ბრძანდებოდა, სხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, ელჩები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციაც მოწვეული გვყავდა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ რიტორიკა მათი მხრიდან იცვლება“, -განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, საქართველო სულ სხვა განვითარების ეტაპზეა და ეს ფსევდო-ლოზუნგები, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ოპერირებდნენ, ჰაერში გამოკიდებული დარჩა.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. მანამდე, ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად.