შეკვეთილი ჩაის ფესტივალს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Stringerჩაის სახლ-მუზეუმი
ჩაის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
გამოწერა
სტუმრებს ელოდება ჩაის დეგუსტაცია და სხვა გასართობი ღონისძიებები
თბილისი, 29 ივლისი— Sputnik. კურორტ შეკვეთილში 29 ივლისს ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფესტივალი ჩაის მოყვარულთ მუსიკოსთა პარკში 14:00 საათიდან იწვევს. პროგრამაშია - ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სამეწარმეო ბაზარი, ჩაის დამზადების პერფორმანსი.
© photo: Sputnikჩაის სახლ-მუზეუმი
Дом-музей чая - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
ჩაის სახლ-მუზეუმი
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ფოტოგამოფენა, ვორქშოფი, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, გურული ცეკვის პერფორმანსი. ფესტივალის სცენაზე ასევე DJ დაუკრავს.
ყველა ახალი ამბავი
0