თბილისში უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

© courtesy of Giorgi Induashviliუშანგი ხუმარაშვილი
უშანგი ხუმარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
გამოწერა
მხატვარს ზაფხულში 75 წელი შეუსრულდებოდა.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ნახატები კერძო კოლექციიდან, თბილისში, გალერეა LICHT-ში 5 აგვისტოდან 5 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.
უშანგი ჩხეიძე 2023 წლის მაისში გარდაიცვალა, აგვისტოში მხატვარს 75 წელი შეუსწულდებოდა.
ხუმარაშვილი 1948 წელს დედოფლისწყაროში დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
მისი პერსონალური გამოფენები საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა 1994 და 2007 წლებში, ასევე მისი ნამუშევრების გამოფენები მოეწყო კერძო გალერეებში. მხატვარი თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა.
ხუმარაშვილი იყო მრავალი ჯგუფური გამოფენის, საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილე. მხატვრის ნამუშევრები ინახება ეროვნულ გალერეაში თბილისში, საქართველოსა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.
ხუმარაშვილის შემოქმედებას თავდაპირველად ავანგარდიზმის გავლენა ეტყობოდა. 1970–80–იანი წლების შემდეგ მხატვრის შემოქმედებაში ექსპრესიონისტული აბსტრაქციის ნიშნები შემოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0