მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნებართვა გაცემულია: შვედეთში ისრაელის საელჩოს წინ თორას დაწვავენ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2023
გამოწერა
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სტოკჰოლმის პოლიციამ ისრაელის საელჩოს წინ აქციის გამართვისა და ებრაელთა წმინდა წიგნის – თორის დაწვის ნებართვა გასცა, იუწყება SVT.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციას 50 წლის ქალი გამართავს, რომელიც, მისი განაცხადის მიხედვით, „თორას ცეცხლს სანთებელით წაუკიდებს“.
„ეს არის ბავშვთა უფლებების დემონსტრაცია შვედეთში, რომლებიც სისტემატიურად ირღვევა“, — ასე განმარტა ორგანიზატორმა ქალბატონმა აქციის მიზანი პოლიციისადმი განცხადებაში.
როგორც პოლიციის ნებართვაშია ნათქვამი, აქცია, რომელიც პარასკევს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი, ოთხკაციანი იქნება.
არსებული ცნობით, ამ დროისათვის სტოკჰოლმის პოლიციაში კიდევ სამი განაცხადია შესული, რომელთა ავტორები ასევე ითხოვენ ნებართვას აქციაზე რელიგიური წიგნების დაწვის თანხლებით. აღინიშნება, რომ მათზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთმა განმცხადებელმა, რომელიც ბიბლიის დაწვას გეგმავდა, უკვე განუცხადა SVT-ს, რომ გადაიფიქრა.
ყველა ახალი ამბავი
0