https://sputnik-georgia.com/20230728/putini-dasavletis-secdomam-arasorsmwvretelurma-politikam-bazrebi-amoayirava-280489953.html
პუტინი: დასავლეთის შეცდომამ - არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ ბაზრები ამოაყირავა
პუტინი: დასავლეთის შეცდომამ - არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ ბაზრები ამოაყირავა
Sputnik საქართველო
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები „გარკვეულწილად სტიმულს აძლევს ამ პროცესებს“, მაგრამ საწყისი მიზეზი აქ არაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T19:24+0400
2023-07-28T19:24+0400
2023-07-28T22:14+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280487781_0:258:3180:2047_1920x0_80_0_0_1f85c1100bba5c5de87f21887301ba43.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. დასავლეთი ენერგეტიკის სფეროში არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას ეწეოდა და ამ შეცდომამ ბაზრები ამოაყირავა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.„რუსეთი–აფრიკის“ სამიტის პლენარულ სხდომაზე პუტინმა, როდესაც სასურსათო და ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ სირთულეებზე საუბრობდა, ამის პირველ მიზეზად ემისია დაასახელა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ პანდემიის დროს განახორციელეს.მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქმედებები არაშორსმჭვრეტელური იყო ენერგეტიკის სფეროში – როდესაც წინ გარბიხარ და არანაირი საფუძველი არა გაქვს, იმედი გქონდეს ენერგიის ალტერნატიული სახეობების ეფექტურობის. უდიერად მოექცნენ ნახშირწყალბადებს, არ ჩადეს ფული ნახშირწყალბადის ენერგეტიკის განვითარებაში.„ამ ყველაფერმა მოიტანა ენერგეტიკული რესურსების ღირებულების ზრდა, საბოლოოდ ეს სასუქის ღირებულებაზე აისახა. ერთ შეცდომას მეორე მოჰყვა, ეს ფუნდამენტური რაღაცებია, რომლებმაც ააყირავეს ბაზრები და სურსათის, მინერალური სასუქისა და ენერგეტიკის ბაზრები. აი, სადაა ფასების ზრდის მიზეზი“, – განაცხადა პუტინმა.მან აღნიშნა, რომ დღეს უკარაინაში მიმდინარე მოვლენები „გარკვეულწილად ბიძგს აძლევს ამ პროცესებს“, მაგრამ საწყისი მიზეზი აქ არაა.მეორე სამიტი და ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორუმი „რუსეთი–აფრიკა“ 27–28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში მიმდინარეობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280487781_463:199:2927:2047_1920x0_80_0_0_0e50a967d5682d6d3c193b59fe7fda75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ეკონომიკა, ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ეკონომიკა, ახალი ამბები
პუტინი: დასავლეთის შეცდომამ - არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ ბაზრები ამოაყირავა
19:24 28.07.2023 (განახლებულია: 22:14 28.07.2023) უკრაინაში მიმდინარე მოვლენები „გარკვეულწილად სტიმულს აძლევს ამ პროცესებს“, მაგრამ საწყისი მიზეზი აქ არაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. დასავლეთი ენერგეტიკის სფეროში არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას ეწეოდა და ამ შეცდომამ ბაზრები ამოაყირავა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„რუსეთი–აფრიკის“ სამიტის პლენარულ სხდომაზე პუტინმა, როდესაც სასურსათო და ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ სირთულეებზე საუბრობდა, ამის პირველ მიზეზად ემისია დაასახელა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ პანდემიის დროს განახორციელეს.
„შეერთებულ შტატებში ჩაატარეს კოლოსალური ემისია, ევროზონაშიც ჩაატარეს კოლოსალური ემისია, ევროზონაში უფრო ნაკლები, აშშ-ში ძალიან დიდი მოცულობით. ბეჭდავდნენ ფულს, ეს მიმართეს მსოფლიო ბაზრებზე სურსათის შეძენაზე, და ფასები მაშინვე გაიზარდა“, – განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქმედებები არაშორსმჭვრეტელური იყო ენერგეტიკის სფეროში – როდესაც წინ გარბიხარ და არანაირი საფუძველი არა გაქვს, იმედი გქონდეს ენერგიის ალტერნატიული სახეობების ეფექტურობის. უდიერად მოექცნენ ნახშირწყალბადებს, არ ჩადეს ფული ნახშირწყალბადის ენერგეტიკის განვითარებაში.
„ამ ყველაფერმა მოიტანა ენერგეტიკული რესურსების ღირებულების ზრდა, საბოლოოდ ეს სასუქის ღირებულებაზე აისახა. ერთ შეცდომას მეორე მოჰყვა, ეს ფუნდამენტური რაღაცებია, რომლებმაც ააყირავეს ბაზრები და სურსათის, მინერალური სასუქისა და ენერგეტიკის ბაზრები. აი, სადაა ფასების ზრდის მიზეზი“, – განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ დღეს უკარაინაში მიმდინარე მოვლენები „გარკვეულწილად ბიძგს აძლევს ამ პროცესებს“, მაგრამ საწყისი მიზეზი აქ არაა.
„ძირეული მიზეზი ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების ფუნდამენტური შეცდომებია ფინანსურ, ენერგეტიკულ პოლიტიკაში და ფინანსური თვალსაზრისით, როგორც უკვე ვთქვი. აი, სადაა სურსათზე ფასების ზრდის მიზეზი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მეორე სამიტი და ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორუმი „რუსეთი–აფრიკა“ 27–28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში მიმდინარეობს.