https://sputnik-georgia.com/20230728/msxvili-da-swori-nawlavebis-kibo-adreuli-simptomebi-280483588.html
საეჭვო სიმპტომები: დასახელდა ნაწლავების კიბოს ადრეული ნიშნები
საეჭვო სიმპტომები: დასახელდა ნაწლავების კიბოს ადრეული ნიშნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომები შეიძლება მაშინვე არ გამოჩნდეს, ან სხვა დაავადებების ნიშნებში აგვერიოს, ნათქვამია... 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T17:35+0400
2023-07-28T17:35+0400
2023-08-17T10:49+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23709/52/237095278_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_75207a161b15e7781ece50d88343b8f3.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომები შეიძლება მაშინვე არ გამოჩნდეს, ან სხვა დაავადებების ნიშნებში აგვერიოს, ნათქვამია ამერიკის ონკოლოგიის საზოგადოების საიტზე.ექიმების თქმით, კოლორექტალური კიბოს ზოგი ნიშანი შეიძლება ემთხვეოდეს ისეთი დაავადებების სიმპტომებს, როგორებიცაა: ინფექცია, ჰემოროი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან ნაწლავის ანთებითი დაავადება.მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სიმპტომები სულაც არ მიუთითებს კოლორექტალურ კიბოზე, ამერიკელი სწავლულების რჩევით, თუ რომელიმე ამ პრობლემათაგანი გაწუხებთ, აუცილებელია ექიმთან გადამოწმდეს, სინამდვილეში რა დაავადებასთან გაქვთ საქმე.საყურადღებო სიმპტომებია:სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო ხშირად არ ავლენს სიმპტომებს მანამ, სანამ სიმსივნე არ გაიზრდება, ამიტომ გამოკვლევის ჩატარება რაიმე აშკარა ნიშნის გამოვლენამდე ჯობს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ბევრად ადვილია და ეფექტური.დაავადების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ბოსტნეულის, ხილისა და მთელმარცვლოვანი პროდუქტების რაციონში ჩართვა, მოწევაზე უარის თქმა, წონის კონტროლი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის შეზღუდვა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23709/52/237095278_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_4f8ba7c9a190d6b266007b30cb16f4ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომები შეიძლება მაშინვე არ გამოჩნდეს, ან სხვა დაავადებების ნიშნებში აგვერიოს,
ნათქვამია ამერიკის ონკოლოგიის საზოგადოების საიტზე.
ექიმების თქმით, კოლორექტალური კიბოს ზოგი ნიშანი შეიძლება ემთხვეოდეს ისეთი დაავადებების სიმპტომებს, როგორებიცაა: ინფექცია, ჰემოროი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან ნაწლავის ანთებითი დაავადება.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სიმპტომები სულაც არ მიუთითებს კოლორექტალურ კიბოზე, ამერიკელი სწავლულების რჩევით, თუ რომელიმე ამ პრობლემათაგანი გაწუხებთ, აუცილებელია ექიმთან გადამოწმდეს, სინამდვილეში რა დაავადებასთან გაქვთ საქმე.
ცვლილებები კუჭში გასვლის სიხშირესა და ხასიათში: დიარეა, შეკრულობა ან განავლის კონსისტენციის ცვლილებები, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება;
შეგრძნება, რომ კუჭში გასვლა გსურთ, თუმცა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ შეგრძნება არ ქრება;
რექტალური სისხლდენა მკვეთრად წითელი სისხლით;
სისხლიანი განავალი, რის გამოც ის შესაძლოა თითქმის შავი ფერის იყოს;
სპაზმური ტკივილები ან მუცლის ტკივილები;
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო ხშირად არ ავლენს სიმპტომებს მანამ, სანამ სიმსივნე არ გაიზრდება, ამიტომ გამოკვლევის ჩატარება რაიმე აშკარა ნიშნის გამოვლენამდე ჯობს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ბევრად ადვილია და ეფექტური.
დაავადების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ბოსტნეულის, ხილისა და მთელმარცვლოვანი პროდუქტების რაციონში ჩართვა, მოწევაზე უარის თქმა, წონის კონტროლი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის შეზღუდვა.