https://sputnik-georgia.com/20230728/kim-cen-ini-sergei-soigu-280459365.html
სახსოვარი პუტინისგან: შოიგუმ კიმ ჩენ ინს საჩუქარი გადასცა
სახსოვარი პუტინისგან: შოიგუმ კიმ ჩენ ინს საჩუქარი გადასცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა ვიზიტით, ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინს საჩუქარი... 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T09:11+0400
2023-07-28T09:11+0400
2023-07-28T14:49+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ჩრდილოეთი კორეა
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280459170_0:0:1154:649_1920x0_80_0_0_70ea9e30c900e7e8ffe151e99e576be1.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა ვიზიტით, ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინს საჩუქარი გადასცა ვლადიმირ პუტინისგან, იუწყება რადიოსადგური „კორეის ხმა“.რადიოს ცნობით, რუსმა მინისტრმა კიმს საჩუქარი რუსეთის სამხედრო დელეგაციის პატივსაცემად გამართული სადღესასწაულო მიღების დაწყების წინ უსახსოვრა. თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა მადლიერება გამოხატა ამ „მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის" და შოიგუს სუვენირი აჩუქა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის სამახსოვროდ.თუ რა საჩუქარსა და სუვენირზეა საუბარი, „კორეის ხმა“ არ აკონკრეტებს.ხუთშაბათს ფხენიანმა 1950-53 წლების კორეის ომში ზავზე ხელმოწერიდან 70 წლისთავი აღნიშნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დიდ სამამულო განმათავისუფლებელ ომში გამარჯვების დღედაა მიჩნეული. ამ დღესთან დაკავშირებით ფხენიანს რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ეწვივნენ ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით.
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280459170_0:0:1025:769_1920x0_80_0_0_8bf8c1208ab92d8ccd150e77b1a5135d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩრდილოეთი კორეა, რუსეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩრდილოეთი კორეა, რუსეთი, პოლიტიკა
სახსოვარი პუტინისგან: შოიგუმ კიმ ჩენ ინს საჩუქარი გადასცა
09:11 28.07.2023 (განახლებულია: 14:49 28.07.2023) თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა ვიზიტით, ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინს საჩუქარი გადასცა ვლადიმირ პუტინისგან, იუწყება რადიოსადგური
„კორეის ხმა“. რადიოს ცნობით, რუსმა მინისტრმა კიმს საჩუქარი რუსეთის სამხედრო დელეგაციის პატივსაცემად გამართული სადღესასწაულო მიღების დაწყების წინ უსახსოვრა. თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა მადლიერება გამოხატა ამ „მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის" და შოიგუს სუვენირი აჩუქა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის სამახსოვროდ.
თუ რა საჩუქარსა და სუვენირზეა საუბარი, „კორეის ხმა“ არ აკონკრეტებს.
ხუთშაბათს ფხენიანმა 1950-53 წლების კორეის ომში ზავზე ხელმოწერიდან 70 წლისთავი აღნიშნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დიდ სამამულო განმათავისუფლებელ ომში გამარჯვების დღედაა მიჩნეული. ამ დღესთან დაკავშირებით ფხენიანს რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ეწვივნენ ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით.