https://sputnik-georgia.com/20230728/iaponuri-tetri-wigni-280464866.html
იაპონიამ რუსეთს ევროპისთვის პირდაპირი საფრთხე უწოდა
იაპონიამ რუსეთს ევროპისთვის პირდაპირი საფრთხე უწოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. რუსეთი არის ყველაზე სერიოზული და უშუალო საფრთხე ევროპისთვის, ნათქვამია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშში ... 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T12:19+0400
2023-07-28T12:19+0400
2023-08-17T12:46+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
იაპონია
პოლიტიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_0:0:1828:1029_1920x0_80_0_0_138f125cc91891c7a600bc20a2e3f8ed.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. რუსეთი არის ყველაზე სერიოზული და უშუალო საფრთხე ევროპისთვის, ნათქვამია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშში — „თეთრ წიგნში“, რომელიც მთავრობას პარასკევს წარედგინა.ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის სტატუსის მიუხედავად, უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები კი „შეიძლება განიმარტოს, როგორც ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა“.მასში ასევე ხაზი აქვს გასმული რუსეთის აქტიურობას ჩრდილოეთ ტერიტორიებზე — კურილის კუნძულებზე კუნაშირზე, შიკოტანზე, იტურუპსა და ჰაბომაიზე; ასევე მოსკოვის „ჩინეთთან სტრატეგიული ჩართულობის განმტკიცებას“.„თეთრი წიგნი“ — იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ ქვეყნის თავდაცვის კუთხით, ასევე თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ. პირველი თეთრი წიგნი, რომელიც არ იყო სტრატეგიული დოკუმენტი, 1970 წელს წარმოადგინეს. ექვსი წლის შემდეგ კი მისი ყოველწლიურად გამოცემა გადაწყდა.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_160:0:1732:1179_1920x0_80_0_0_f41e0bf0c169057695c3d45aaddb0c64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იაპონია , პოლიტიკა, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იაპონია , პოლიტიკა, რუსეთი
იაპონიამ რუსეთს ევროპისთვის პირდაპირი საფრთხე უწოდა
12:19 28.07.2023 (განახლებულია: 12:46 17.08.2023) თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. რუსეთი არის ყველაზე სერიოზული და უშუალო საფრთხე ევროპისთვის, ნათქვამია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშში — „თეთრ წიგნში“, რომელიც მთავრობას პარასკევს წარედგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის სტატუსის მიუხედავად, უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები კი „შეიძლება განიმარტოს, როგორც ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა“.
„რუსეთის საგარეო პოლიტიკა, სამხედრო ტენდენციები და, შედეგად, აგრესია უკრაინაში არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს და წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ და ამასთან უშუალო საფრთხეს ევროპის მიმართულებით. ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, რუსეთის საგარეო მოქმედებები, მისი სამხედრო მისწრაფებები, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა დიდ შეშფოთებას იწვევს უსაფრთხოების კუთხით“, — ნათქვამია „თეთრ წიგნში“.
მასში ასევე ხაზი აქვს გასმული რუსეთის აქტიურობას ჩრდილოეთ ტერიტორიებზე — კურილის კუნძულებზე კუნაშირზე, შიკოტანზე, იტურუპსა და ჰაბომაიზე; ასევე მოსკოვის „ჩინეთთან სტრატეგიული ჩართულობის განმტკიცებას“.
„თეთრი წიგნი“ — იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ ქვეყნის თავდაცვის კუთხით, ასევე თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ. პირველი თეთრი წიგნი, რომელიც არ იყო სტრატეგიული დოკუმენტი, 1970 წელს წარმოადგინეს. ექვსი წლის შემდეგ კი მისი ყოველწლიურად გამოცემა გადაწყდა.