https://sputnik-georgia.com/20230728/bankebi-unistrimze-uars-amboben-280468134.html
ბანკები უარს ამბობენ „იუნისტრიმზე“ - როგორ გადარიცხავს მიგრანტი ფულს რუსეთიდან სამშობლოში?
ბანკები უარს ამბობენ „იუნისტრიმზე“ - როგორ გადარიცხავს მიგრანტი ფულს რუსეთიდან სამშობლოში?
Sputnik საქართველო
მიხაილ ვორობიოვი 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T13:51+0400
2023-07-28T13:51+0400
2023-07-28T19:33+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1b/280444431_568:642:3067:2048_1920x0_80_0_0_54399b148c4417c355febd075e87e89e.jpg
მიხაილ ვორობიოვიყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის, საქართველოს, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის არაერთმა ბანკმა ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნა შეწყვიტა რუსული სისტემა „იუნისტრიმის“ მეშვეობით მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის სანქციებში მოხვდა. როგორ შეუძლიათ რუსეთში მყოფ მიგრანტებს ფულის გაგზავნა სამშობლოში?შესაძლებელია თუ არა ახლა იუნისტრიმით თანხის გადარიცხვა?რუსული საინფორმაციო სააგენტოებისა და საკრედიტო ორგანიზაციების პრეს-სამსახურების ცნობით, „იუნისტრიმით“ მუშაობა შეაჩერეს: ყაზახეთის Freedom Finance-მა და „ყაზფოსტამ“, უზბეკეთის Halk-Bank-მა, Ipoteka-Bank-მა და Turon-Bank-მა, სომხურმა „არმეკონომბანკმა“, „არდშინბანკმა“, „კონვერს ბანკმა“, „ევოკაბანკმა“ და „ინეკობანკმა“, ქართულმა TBC Bank-მა, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთი ბანკმა“, „კრედო ბანკმა“, „ბაზისბანკმა“ და „რიკო კრედიტმა“, ასევე ყირგიზულმა „კომპანიონმა“, „დემირბანკმა“, Asia Alliance Bank-მა და Aiyl Bank-მა.ამავდროულად ამ ქვეყნების რამდენიმე სხვა ბანკში „იუნისტრიმის“ საშუალებით დოლარსა და ევროში გადარიცხვების შესრულება შეუძლებელია, ხოლო რუბლის ან ეროვნული ვალუტის გაგზავნის შესაძლებლობა რჩება. ეს მდგომარეობა შეინიშნება ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის საფინანსო ინსტიტუტებში.ამის პარალელურად სომხურ ბანკებში, რომლებიც სერვისთან თანამშრომლობას განაგრძობენ, ემისია ჩვეულ რეჟიმში ხდება, მათ შორის, დოლარსა და ევროში.„იუნისტრიმთან“ მუშაობა მთლიანად მხოლოდ საქართველოშია შეჩერებული.ვითარება გამუდმებით იცვლება, ამიტომ კლიენტებმა ზუსტი და განახლებული ინფორმაცია ამ სისტემის „ცხელ ხაზზე“ უნდა გაარკვიონ.„ბანკმა შეიმუშავა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა, რომელიც შესაძლებელს ხდის პარტნიორებთან ურთიერთობის რეგულარულ რეჟიმში გაგრძელებას შეფერხების გარეშე. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება უმოკლეს ვადაში“, – ნათქვამია „იუნისტრიმის“ პრეს-სამსახურის განცხადებაში, რომელიც საფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.აღინიშნება, რომ ბანკი ადრინდელ ვალდებულებებს ასრულებს და აპირებს განაგრძოს აქტიური მუშაობა პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში.„უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობით შეუფერხებელი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად ბანკი ეროვნული ვალუტების გამოყენებას სთავაზობს“, — აცხადებენ პრეს-სამსახურში და ხაზს უსვამენ, რომ დაწესებულების ხელმძღვანელობა იღებს ყველა შესაბამის ზომას შესაძლო უარყოფითი შედეგების შესარბილებლად.ფულის გადარიცხვის სხვა სისტემებირუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულის გაგზავნის მრავალი სხვა გზა არსებობს.გარდა „იუნისტრიმისა“, რუსეთში კიდევ ორი გადარიცხვის სისტემაა პოპულარული: „ზოლოტაია კორონა“ და Contact. მათი დახმარებით სახსრების გაგზავნა შესაძლებელია: ბელარუსში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. რაც შეეხება Contact-ს, მისი საშუალებით ფულის გადარიცხვა შესაძლებელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.საკომისიო დამოკიდებულია ქვეყანაზე, ვალუტაზე, თანხაზე და თანხის გადარიცხვის მეთოდზე.ბანკებიახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში ფულის გაგზავნა ასევე შესაძლებელია რუსული ბანკების მომსახურებით. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ „სბერბანკის“ სადებეტო ბარათი და გადარიცხონ ფული Sberbank Online აპლიკაციის გამოყენებით.მიმღების ან მეზობელი ქვეყნების ეროვნული გადახდის სისტემების ბარათ „მირის“ ნომრის მითითებით თანხების გადარიცხვა შესაძლებელია ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საკომისიო გადასარიცხი თანხის 1%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 30 რუბლისა.მიმღების ტელეფონის ნომრის გამოყენებით მის ბარათზე ფულის გაგზავნა შესაძლებელია ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, სომხეთში, ბელარუსში, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში. ყირგიზეთსა და უზბეკეთში ამ გზით გადარიცხვისას საკომისიო არ ირიცხება. თუ მას სხვა ქვეყნებში გაგზავნით, საკომისიოს სახით გადასარიცხი თანხის 1% დაგეკისრებათ, მაგრამ არანაკლებ 30 რუბლისა.ყირგიზეთის და უზბეკეთის შემთხვევაში Sberbank Online-ის მეშვეობით თანხების გადარიცხვის კიდევ ერთი გზა არსებობს. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ იმ პირის სრული სახელი და ტელეფონის ნომერი, ვისაც თანხას ურიცხავთ, ოპერაციის დასრულების შემდეგ ის ნაღდი ფულის მიღებას სისტემა „ასტრასენდის“ ოფისებში შეძლებს. თუმცა ეს მეთოდი ცოტა უფრო ძვირია: საკომისიო 1,5%-ს აღწევს (მაგრამ არანაკლებ 30 რუბლისა).Tinkoff-ის ბარათის მფლობელებს ფულის გადარიცხვა შეუძლიათ აფხაზეთში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ბანკის აპლიკაციაში ტელეფონის ნომრის მითითებით. თვეში 20 ათას რუბლამდე თანხა საკომისიოს გარეშე იგზავნება, უფრო მეტზე კი საკომისიო 1%-ია.ბარათის ნომრით გადარიცხვები ხელმისაწვდომია აფხაზეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ შემთხვევაშიც თვეში 20 ათას რუბლამდე საკომისიოს დაქვითვის გარეშე ირიცხება, უფრო მეტი თანხის გადარიცხვის შემთხვევაში კი საკომისიო 1,5%-ია.VTB-ის ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ გადარიცხონ თანხა სომხეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ბარათებზე ტელეფონის ნომრით. საკომისიო – 0,5%-დან, მაგრამ არანაკლებ 30 რუბლისა. ბარათის ნომრის გამოყენებით შეგიძლიათ თანხების გაგზავნა აფხაზეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ცხინვალის რეგიონში. საკომისიო – 1%, მაგრამ არანაკლებ 50 რუბლისა.მსგავსი ფუნქციონალი უზრუნველყოფილია სხვა რუსული ბანკების მიერაც.ფოსტა„პოჩტა როსიის“ ფილიალებში შესაძლებელია საფოსტო გადარიცხვების განხორციელება აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და ცხინვალის რეგიონში.საკომისიო დამოკიდებულია გადარიცხვის ოდენობაზე. გადარიცხვის საშუალო დრო ორი დღეა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1b/280444431_336:0:3067:2048_1920x0_80_0_0_60b8bc52c28b464fc9d1ff41a4ab62ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მიმოხილვები
ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის, საქართველოს, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის არაერთმა ბანკმა ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნა შეწყვიტა რუსული სისტემა „იუნისტრიმის“ მეშვეობით მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის სანქციებში მოხვდა. როგორ შეუძლიათ რუსეთში მყოფ მიგრანტებს ფულის გაგზავნა სამშობლოში?
შესაძლებელია თუ არა ახლა იუნისტრიმით თანხის გადარიცხვა?
რუსული საინფორმაციო სააგენტოებისა და საკრედიტო ორგანიზაციების პრეს-სამსახურების ცნობით, „იუნისტრიმით“ მუშაობა შეაჩერეს: ყაზახეთის Freedom Finance-მა და „ყაზფოსტამ“, უზბეკეთის Halk-Bank-მა, Ipoteka-Bank-მა და Turon-Bank-მა, სომხურმა „არმეკონომბანკმა“, „არდშინბანკმა“, „კონვერს ბანკმა“, „ევოკაბანკმა“ და „ინეკობანკმა“, ქართულმა TBC Bank-მა, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთი ბანკმა“, „კრედო ბანკმა“, „ბაზისბანკმა“ და „რიკო კრედიტმა“, ასევე ყირგიზულმა „კომპანიონმა“, „დემირბანკმა“, Asia Alliance Bank-მა და Aiyl Bank-მა.
ამავდროულად ამ ქვეყნების რამდენიმე სხვა ბანკში „იუნისტრიმის“ საშუალებით დოლარსა და ევროში გადარიცხვების შესრულება შეუძლებელია, ხოლო რუბლის ან ეროვნული ვალუტის გაგზავნის შესაძლებლობა რჩება. ეს მდგომარეობა შეინიშნება ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის საფინანსო ინსტიტუტებში.
ამის პარალელურად სომხურ ბანკებში, რომლებიც სერვისთან თანამშრომლობას განაგრძობენ, ემისია ჩვეულ რეჟიმში ხდება, მათ შორის, დოლარსა და ევროში.
„იუნისტრიმთან“ მუშაობა მთლიანად მხოლოდ საქართველოშია შეჩერებული.
ვითარება გამუდმებით იცვლება, ამიტომ კლიენტებმა ზუსტი და განახლებული ინფორმაცია ამ სისტემის „ცხელ ხაზზე“ უნდა გაარკვიონ.
„ბანკმა შეიმუშავა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა, რომელიც შესაძლებელს ხდის პარტნიორებთან ურთიერთობის რეგულარულ რეჟიმში გაგრძელებას შეფერხების გარეშე. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება უმოკლეს ვადაში“, – ნათქვამია „იუნისტრიმის“ პრეს-სამსახურის განცხადებაში, რომელიც საფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
აღინიშნება, რომ ბანკი ადრინდელ ვალდებულებებს ასრულებს და აპირებს განაგრძოს აქტიური მუშაობა პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში.
„უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობით შეუფერხებელი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად ბანკი ეროვნული ვალუტების გამოყენებას სთავაზობს“, — აცხადებენ პრეს-სამსახურში და ხაზს უსვამენ, რომ დაწესებულების ხელმძღვანელობა იღებს ყველა შესაბამის ზომას შესაძლო უარყოფითი შედეგების შესარბილებლად.
ფულის გადარიცხვის სხვა სისტემები
რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულის გაგზავნის მრავალი სხვა გზა არსებობს.
გარდა „იუნისტრიმისა“, რუსეთში კიდევ ორი გადარიცხვის სისტემაა პოპულარული: „ზოლოტაია კორონა“ და Contact. მათი დახმარებით სახსრების გაგზავნა შესაძლებელია: ბელარუსში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. რაც შეეხება Contact-ს, მისი საშუალებით ფულის გადარიცხვა შესაძლებელი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
საკომისიო დამოკიდებულია ქვეყანაზე, ვალუტაზე, თანხაზე და თანხის გადარიცხვის მეთოდზე.
ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში ფულის გაგზავნა ასევე შესაძლებელია რუსული ბანკების მომსახურებით. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ „სბერბანკის“ სადებეტო ბარათი და გადარიცხონ ფული Sberbank Online აპლიკაციის გამოყენებით.
მიმღების ან მეზობელი ქვეყნების ეროვნული გადახდის სისტემების ბარათ „მირის“ ნომრის მითითებით თანხების გადარიცხვა შესაძლებელია ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საკომისიო გადასარიცხი თანხის 1%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 30 რუბლისა.
მიმღების ტელეფონის ნომრის გამოყენებით მის ბარათზე ფულის გაგზავნა შესაძლებელია ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, სომხეთში, ბელარუსში, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში. ყირგიზეთსა და უზბეკეთში ამ გზით გადარიცხვისას საკომისიო არ ირიცხება. თუ მას სხვა ქვეყნებში გაგზავნით, საკომისიოს სახით გადასარიცხი თანხის 1% დაგეკისრებათ, მაგრამ არანაკლებ 30 რუბლისა.
ყირგიზეთის და უზბეკეთის შემთხვევაში Sberbank Online-ის მეშვეობით თანხების გადარიცხვის კიდევ ერთი გზა არსებობს. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ იმ პირის სრული სახელი და ტელეფონის ნომერი, ვისაც თანხას ურიცხავთ, ოპერაციის დასრულების შემდეგ ის ნაღდი ფულის მიღებას სისტემა „ასტრასენდის“ ოფისებში შეძლებს. თუმცა ეს მეთოდი ცოტა უფრო ძვირია: საკომისიო 1,5%-ს აღწევს (მაგრამ არანაკლებ 30 რუბლისა).
Tinkoff-ის ბარათის მფლობელებს ფულის გადარიცხვა შეუძლიათ აფხაზეთში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ბანკის აპლიკაციაში ტელეფონის ნომრის მითითებით. თვეში 20 ათას რუბლამდე თანხა საკომისიოს გარეშე იგზავნება, უფრო მეტზე კი საკომისიო 1%-ია.
ბარათის ნომრით გადარიცხვები ხელმისაწვდომია აფხაზეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ შემთხვევაშიც თვეში 20 ათას რუბლამდე საკომისიოს დაქვითვის გარეშე ირიცხება, უფრო მეტი თანხის გადარიცხვის შემთხვევაში კი საკომისიო 1,5%-ია.
VTB-ის ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ გადარიცხონ თანხა სომხეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ბარათებზე ტელეფონის ნომრით. საკომისიო – 0,5%-დან, მაგრამ არანაკლებ 30 რუბლისა. ბარათის ნომრის გამოყენებით შეგიძლიათ თანხების გაგზავნა აფხაზეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ცხინვალის რეგიონში. საკომისიო – 1%, მაგრამ არანაკლებ 50 რუბლისა.
მსგავსი ფუნქციონალი უზრუნველყოფილია სხვა რუსული ბანკების მიერაც.
„პოჩტა როსიის“ ფილიალებში შესაძლებელია საფოსტო გადარიცხვების განხორციელება აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და ცხინვალის რეგიონში.
საკომისიო დამოკიდებულია გადარიცხვის ოდენობაზე. გადარიცხვის საშუალო დრო ორი დღეა.