წვიმა, ქარი, ელჭექი: როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Stringerწვიმა და ქარი
წვიმა და ქარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2023
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოში 29 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. 29 ივლისს დილიდან გამოიდარებს და 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 26-31 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 29-31 ივლისს 28–33 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1 აგვისტომდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 32-34 გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი.
ყველა ახალი ამბავი
0