https://sputnik-georgia.com/20230728/--------280487541.html
„არჩევნებამდე ვერ მიაღწევენ" - ოპოზიციონერი კოალიციის შექმნაზე
„არჩევნებამდე ვერ მიაღწევენ" - ოპოზიციონერი კოალიციის შექმნაზე
Sputnik საქართველო
ჰერმან საბოს თქმით, უმეტეს შემთხვევაში ოპოზიცია ფინანსური რესურსების ირგვლივ ერთიანდება. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T19:00+0400
2023-07-28T19:00+0400
2023-07-28T22:08+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249229309_0:208:1995:1330_1920x0_80_0_0_fc813d22cb66344b5ec536afc4fba4c7.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებისთვის იდეის გარეშე პარტიების ნებისმიერი გაერთიანება განწირულია დაშლისთვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ. ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. ოპოზიციური პარტიები „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" კი არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობის" კოალიციის ალტერნატივის შექმნაზე კონსულტაციებს ატარებენ. მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში ოპოზიცია ფინანსური რესურსების ირგვლივ ერთიანდება – ერთ მხარეს პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ყოფილი ბანკირი მამუკა ხაზარაძე და მეორე მხარეს „ნაცმოძრაობის" დამაარსებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც, მმართველი პარტიის მტკიცებით, „ნაცმოძრაობას" კულისებიდან მართავს. „ალბათ ოპოზიციაში უმეტესად ფინანსური რესურსის გარშემო ერთიანდებიან: აქეთ – ხაზარაძის და იქით – სააკაშვილ-კეზერაშვილის გარშემო. ასე რომ, საპარლამენტო არჩევნებამდე ასეთი გაერთიანებები ვერ მიაღწევენ", – განაცხადა საბობ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს. ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249229309_579:268:1995:1330_1920x0_80_0_0_c43d8cbec3d0625e18c55744a6b0986e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
„არჩევნებამდე ვერ მიაღწევენ" - ოპოზიციონერი კოალიციის შექმნაზე
19:00 28.07.2023 (განახლებულია: 22:08 28.07.2023) ჰერმან საბოს თქმით, უმეტეს შემთხვევაში ოპოზიცია ფინანსური რესურსების ირგვლივ ერთიანდება.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებისთვის იდეის გარეშე პარტიების ნებისმიერი გაერთიანება განწირულია დაშლისთვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ.
ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. ოპოზიციური პარტიები „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" კი არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობის" კოალიციის ალტერნატივის შექმნაზე კონსულტაციებს ატარებენ.
„იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული. არაერთი გაერთიანება გვინახავს, რომელიც დაშლილა... ნებისმიერ გაერთიანებას წებო სჭირდება და ეს წებო იმაშია, რომ ერთნაირი რაღაცები გვინდოდეს სასამართლოში, ეკონომიკაში და ა.შ. ეს აუცილებელი წინაპირობაა მყარი გაერთიანებისთვის", – განაცხადა საბომ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში ოპოზიცია ფინანსური რესურსების ირგვლივ ერთიანდება – ერთ მხარეს პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ყოფილი ბანკირი მამუკა ხაზარაძე და მეორე მხარეს „ნაცმოძრაობის" დამაარსებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც, მმართველი პარტიის მტკიცებით, „ნაცმოძრაობას" კულისებიდან მართავს.
„ალბათ ოპოზიციაში უმეტესად ფინანსური რესურსის გარშემო ერთიანდებიან: აქეთ – ხაზარაძის და იქით – სააკაშვილ-კეზერაშვილის გარშემო. ასე რომ, საპარლამენტო არჩევნებამდე ასეთი გაერთიანებები ვერ მიაღწევენ", – განაცხადა საბობ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.