https://sputnik-georgia.com/20230728/--------280485062.html
საქართველო და კანადა საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებენ
საქართველო და კანადა საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA)... 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T17:57+0400
2023-07-28T17:57+0400
2023-07-28T21:48+0400
საქართველო
კანადა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/10/265256026_0:174:3025:1875_1920x0_80_0_0_bb52b34d1086e2cbd75597cf216048c4.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი გაიმართა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. არველაძის განცხადებით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. ვიზიტის ფარგლებში არველაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ რობერტ სინკლერთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-კანადას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, ტრანსპორტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფანში დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას. საქართველომ და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს, ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.
საქართველო
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/10/265256026_146:0:2877:2048_1920x0_80_0_0_458ab524f12c3b37af3c6384f12bd64d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანადა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, კანადა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი გაიმართა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
არველაძის განცხადებით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში არველაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ რობერტ სინკლერთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-კანადას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, ტრანსპორტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვ.
ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფანში დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას.
საქართველომ და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს, ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.