https://sputnik-georgia.com/20230728/---------280480983.html
მოსახლეობის საყურადღებოდ! ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გამო პატიმრობა გემუქრებათ
მოსახლეობის საყურადღებოდ! ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გამო პატიმრობა გემუქრებათ
Sputnik საქართველო
სტატისტიკის თანახმად, ხანძრის გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. 28.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-28T16:49+0400
2023-07-28T16:49+0400
2023-07-28T21:16+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269696614_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_2b3e3d192dfa30a1ede255f4556a9a74.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები.სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და გაითვალისწინონ საპიკნიკე ადგილების მოწყობასთან დაკავშირებული აკრძალვები. კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი სასჯელი.როგორც იორდანიშვილმა აღნიშნა, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრებულია.სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევაში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ტერიტორიის თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისგან, ფიჩხისგან გაწმენდას.საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269696614_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_426b123dea6d86a1bc86e7460033f991.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
მოსახლეობის საყურადღებოდ! ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გამო პატიმრობა გემუქრებათ
16:49 28.07.2023 (განახლებულია: 21:16 28.07.2023) სტატისტიკის თანახმად, ხანძრის გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები.
სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.
„ტყეში ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. 98%-ზე მეტ შემთხვევაში ხანძარი სწორედ თითოეული ჩვენგანის გაუცნობიერებელი ან შეგნებული ქმედებების შედეგად ჩნდება. თუმცა, ამას ემატება კლიმატის ცვლილება როგორც გვალვის, ისე მაღალი ტემპერატურის მხრივ", – განაცხადა სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და გაითვალისწინონ საპიკნიკე ადგილების მოწყობასთან დაკავშირებული აკრძალვები. კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი სასჯელი.
როგორც იორდანიშვილმა აღნიშნა, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრებულია.
„ადმინისტრაციული ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდეა, თუმცა ყველა შემთხვევაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება. თუ ეს თანხა 1000 ლარს აღემატება, ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – განაცხადა იორდანიშვილმა.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევაში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ტერიტორიის თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისგან, ფიჩხისგან გაწმენდას.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.