https://sputnik-georgia.com/20230727/xanzari-gemze-280413138.html
გემი, რომელსაც 3000 ავტომობილი გადაჰქონდა, კვლავ იწვის: ვიდეო
გემი, რომელსაც 3000 ავტომობილი გადაჰქონდა, კვლავ იწვის: ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდის კუნძულ ამელანდის ჩრდილოეთით ზღვაში მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ოთხშაბათს, საღამოს გაუჩნდა ცეცხლი, ჯერჯერობით ისევ... 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T17:40+0400
2023-07-27T17:40+0400
2023-07-27T21:57+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები
ნიდერლანდები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582841_0:0:1211:681_1920x0_80_0_0_6151763fb38a27bb49e888ef98b34f15.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდის კუნძულ ამელანდის ჩრდილოეთით ზღვაში მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ოთხშაბათს, საღამოს გაუჩნდა ცეცხლი, ჯერჯერობით ისევ იწვის, ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, იუწყება NOS.აღინიშნება, რომ გემს 3000 ავტომობილი გადაჰქონდა.ნიდერლანდის სანაპირო დაცვის წარმომადგენელ ედვინ გრანემანის განმარტებით, გემი კვამლსა და ცეცხლშია გახვეული და მის ბორტზე უკიდურესად ცხელა, რის გამოც სამაშველო სამსახურს გემზე ასვლა უჭირს.როგორც გრანემანი ამბობს, ხანძრის ჩაქრობას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. სანაპირო დაცვა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კომპანიების კრიზისული ჯგუფი დღეს შეიკრიბება, რათა სხვადასხვა სცენარი განიხილონ.ყველაზე დიდი საშიშროება ხომალდის გადაბრუნება და ჩაძირვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3000 ავტომობილისგან შემდგარი ტვირთის ნაწილს დინება ვადენის კუნძულებისკენ წაიღებს.„ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ის შეიძლება დაზიანდეს, თუ იქ ძალიან უცნაური ტოქსიკური პროდუქტები აღმოჩნდება“, — აცხადებს ამელანდის მერი ლეო პიტერ სტოელი.გავრცელებული ინფორმაცით, გემი გერმანიის ბრემერხაფიდან ეგვიპტის პორტ საიდისკენ მიემართებოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სანაპირო დაცვაში ვარაუდობენ, ხანძარი შესაძლოა ერთ-ერთი ელექტრომობილიდან დაწყებულიყო.
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582841_167:0:1534:1025_1920x0_80_0_0_f8735939bff3a44328043a644380c4ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, შემთხვევები, ნიდერლანდები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, შემთხვევები, ნიდერლანდები
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდის კუნძულ ამელანდის ჩრდილოეთით ზღვაში მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ოთხშაბათს, საღამოს გაუჩნდა ცეცხლი, ჯერჯერობით ისევ იწვის, ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, იუწყება NOS.
აღინიშნება, რომ გემს 3000 ავტომობილი გადაჰქონდა.
ნიდერლანდის სანაპირო დაცვის წარმომადგენელ ედვინ გრანემანის განმარტებით, გემი კვამლსა და ცეცხლშია გახვეული და მის ბორტზე უკიდურესად ცხელა, რის გამოც სამაშველო სამსახურს გემზე ასვლა უჭირს.
როგორც გრანემანი ამბობს, ხანძრის ჩაქრობას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. სანაპირო დაცვა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კომპანიების კრიზისული ჯგუფი დღეს შეიკრიბება, რათა სხვადასხვა სცენარი განიხილონ.
ყველაზე დიდი საშიშროება ხომალდის გადაბრუნება და ჩაძირვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3000 ავტომობილისგან შემდგარი ტვირთის ნაწილს დინება ვადენის კუნძულებისკენ წაიღებს.
„ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ის შეიძლება დაზიანდეს, თუ იქ ძალიან უცნაური ტოქსიკური პროდუქტები აღმოჩნდება“, — აცხადებს ამელანდის მერი ლეო პიტერ სტოელი.
გავრცელებული ინფორმაცით, გემი გერმანიის ბრემერხაფიდან ეგვიპტის პორტ საიდისკენ მიემართებოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სანაპირო დაცვაში ვარაუდობენ, ხანძარი შესაძლოა ერთ-ერთი ელექტრომობილიდან დაწყებულიყო.