რჩევები ჰიპერტონიკებისთვის: როგორ დავაბალანსოთ წნევა ზაფხულის სიცხეში

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2023
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ და ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) და გულის დაავადებები, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ადამიანის ორგანიზმი, ცდილობს რა დააბალანსოს სიცხეში საკუთარი ტემპერატურა, გულს ორჯერ უფრო ძლიერად ამუშავებს და ზრდის კანისკენ სისხლის ნაკადს. ეს იწვევს ოფლიანობას, რის გამოც ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. თუ ამას წყლის არასაკმარისი მიღებაც დაემატება, ორგანიზმის გაგრილების უნარი დაიკლებს, ხოლო წნევა მოიმატებს.
შესაბამისად, როგორც ექიმები აღნიშნავენ, მაღალი წნევის მქონე პაციენტებმა ზაფხულის თვეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მთელი რიგი წესები დაიცვან.
ექსპერტებმა ზაფხულის სიცხესთან გასამკლავებლად რამდენიმე რეკომენდაცია გასცეს, რომელთა შორისაა გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმა, ხოლო ზოგი პროდუქტის რაციონში ჩართვა.
მათი თქმით, ცხელ დღეებში უარი უნდა თქვათ ისეთ საკვებზე, როგორებიცაა:
ცხიმიანი ხორცი;
ქათმისა და ინდაურის კანი;
ყველი;
ნაღები;
კარაქი;
ქოქოსისა და პალმის ზეთები.
ექიმების განმარტებით, ეს პროდუქტები გაჯერებულ ცხიმებს შეიცავს და ძალიან მავნებელია სისხლძარღვებისთვის, რომელთა ელასტიკურობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი არტერიული წნევის დროს.
გარდა ამისა, ზაფხულში უნდა შემცირდეს ისეთი პროდუქტების მიღება, როგორებიცაა: ზეითუნის ზეთი, დაკონსერვებული ზეთისხილი, თევზეული, ნედლი ნიგვზეული (კაკალი, თხილი, ნუში, არაქისი, ფსტა და სხვა).
რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც არტერიული წნევის დარეგულირებას უწყობს ხელს, ესენია:
პარკოსნები,
თესლეული,
მთელმარცვლოვანი პური,
ქერი,
შვრია,
წიწიბურა,
ბრინჯი.
ექიმები ამბობენ, რომ ეს პროდუქტები ეფექტურად ასტაბილურებს არტერიულ წნევას.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: SOZCU
ყველა ახალი ამბავი
0