https://sputnik-georgia.com/20230727/ruseti-gaeros-memorandumi-280392745.html
ვერშინინი: გუტერეშმა რუსეთი-გაეროს მემორანდუმისადმი ერთგულება დაადასტურა
ვერშინინი: გუტერეშმა რუსეთი-გაეროს მემორანდუმისადმი ერთგულება დაადასტურა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რომში გამართულ შეხვედრაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დაადასტურა, რომ კვლავაც ერთგულია გაერო–რუსეთის... 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T10:46+0400
2023-07-27T10:46+0400
2023-07-27T17:00+0400
რუსეთი
მარცვლეულის გარიგება
პოლიტიკა
გაერო
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0b/274788997_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_ee3d2d3d6d206fc60cbb3c207d81d7e6.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რომში გამართულ შეხვედრაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დაადასტურა, რომ კვლავაც ერთგულია გაერო–რუსეთის მემორანდუმის განხორციელებისა, რომელიც რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას შეეხება, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რომში გამართულ შეხვედრაზე გენერალურ მდივანს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ახალი მესიჯი არ გაუგზავნია.ვერშინინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სათადარიგო ნაწილების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები ჯერ კიდევ არ შესრულებულა, ასევე არ არის ძვრა „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირების კუთხით და ა.შ.როგორც ვერშინინმა განმარტა, ამიაკის მილსადენის ექსპლუატაციის განახლების საკითხი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განიხილებოდა, კიევმა ჩაშალა, „რამაც არსებითად გამორიცხა ამიაკის მიწოდება ოდესის გავლით“.რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0b/274788997_152:0:2257:1579_1920x0_80_0_0_c0e6e5a8e99356872d73c310774b7b33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა, გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, მარცვლეულის გარიგება, პოლიტიკა, გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რომში გამართულ შეხვედრაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დაადასტურა, რომ კვლავაც ერთგულია გაერო–რუსეთის მემორანდუმის განხორციელებისა, რომელიც რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას შეეხება, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს ერთგულება რუსეთი–გაეროს მემორანდუმის განხორციელების მიმართ და განაცხადა, რომ შესაბამის ძალისხმევებს კვლავაც განაგრძობს. ჩვენ ვაფასებთ გაეროს ამ ძალისხმევებს, მაგრამ ამავე დროს ვიმეორებთ, რომ საჭიროა შედეგები. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტის კონკრეტული შედეგებით, რაც ჯერჯერობით არ არსებობს“, — აღნიშნა ვერშინინმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რომში გამართულ შეხვედრაზე გენერალურ მდივანს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ახალი მესიჯი არ გაუგზავნია.
ვერშინინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სათადარიგო ნაწილების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები ჯერ კიდევ არ შესრულებულა, ასევე არ არის ძვრა „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირების კუთხით და ა.შ.
„ეს ყველაფერი არ ხორციელდება, ადგილიდან არ იძვრის. პალიატიური ღონისძიებები და დაპირებები ვერავის ვერაფერში ვერ დაარწმუნებს", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ვერშინინმა განმარტა, ამიაკის მილსადენის ექსპლუატაციის განახლების საკითხი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განიხილებოდა, კიევმა ჩაშალა, „რამაც არსებითად გამორიცხა ამიაკის მიწოდება ოდესის გავლით“.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.