https://sputnik-georgia.com/20230727/amoucnobi-mfrinavi-obieqtebi-280391974.html
გასაიდუმლოებული პროგრამა: კონგრესმა უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
გასაიდუმლოებული პროგრამა: კონგრესმა უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აშშ-ის მთავრობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში მალავდა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩამოვარდნილი და დამსხვრეული ამოუცნობი... 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T09:33+0400
2023-07-27T09:33+0400
2023-07-27T16:12+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269647385_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d75544fda9c291c89e5c6f481b3c43fa.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აშშ-ის მთავრობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში მალავდა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩამოვარდნილი და დამსხვრეული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო) მოძიება–აღდგენას ცდილობდა, განაცხადა ამერიკული დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა დევიდ გრაშმა კონგრესში ოთხშაბათს გამართულ მოსმენაზე, რომელიც არამიწიერი ცივილიზაციების არსებობასა და მათთან სავარაუდო კონტაქტებს შეეხებოდა.აღსანიშნავია, რომ გრაში 2023 წლამდე პენტაგონის იმ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, რომელიც უცნობი ანომალიური მოვლენების ანალიზითაა დაკავებული.მისი თქმით, ვაშინგტონმა არამიწიერი აქტივობების თაობაზე 1930 წლიდან იცის, თუმცა მან არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა აშშ-ის მთავრობას კონტაქტი არამიწიერ ფორმებთან. სამაგიეროდ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ჩამოვარდნილ უცხოპლანეტურ ხომალდში სპეციალისტებმა „არა ადამიანური“ წარმოშობის ბიომასალა იპოვეს.გრაშმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა წვდომა ამო-ზე მუშაობის პროგრამებზე, მაგრამ პირადად ესაუბრა ოფიციალურ პირებს, რომლებმაც იცოდნენ არამიწიერი მფრინავი ობიექტების არსებობის შესახებ.წლის დასაწყისში აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ ცნობებს იღებენ. მაგალითად, 2022 წლის 30 აგვისტოსთვის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს 510 ცნობა ჰქონდა მიღებული „უცნობი საჰაერო ფენომენების“ შესახებ. აღინიშნება, რომ ამ ცნობების ძირითადი ნაწილი აშშ-ის საზღვაო და საჰაერო ძალების სამხედრო პერსონალის მიერაა მიწოდებული.როგორც თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განმარტა მოსმენების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი უცხოპლანეტელების თაობაზე ცნობებს საკმაოდ სერიოზულად ეკიდება და ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს ინფორმაციის კატალოგიზაცია-შესწავლისთვის. წყარო: The Guardian
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/15/269647385_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_288bc78e8a81f3c9eed0d88d21b8b800.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აშშ-ის მთავრობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში მალავდა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩამოვარდნილი და დამსხვრეული ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო) მოძიება–აღდგენას ცდილობდა, განაცხადა ამერიკული დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა დევიდ გრაშმა კონგრესში ოთხშაბათს გამართულ მოსმენაზე, რომელიც არამიწიერი ცივილიზაციების არსებობასა და მათთან სავარაუდო კონტაქტებს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ გრაში 2023 წლამდე პენტაგონის იმ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, რომელიც უცნობი ანომალიური მოვლენების ანალიზითაა დაკავებული.
„როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, მაცნობეს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პროგრამის შესახებ, რომელიც ავარიაში მოხვედრილი „ამოუცნობი საჰაერო ფენომენების“ აღმოჩენასა და მათ შემდგომ რეინჟინერინგს ეხებოდა“, — აღნიშნა მან კონგრესში გამოსვლისას.
მისი თქმით, ვაშინგტონმა არამიწიერი აქტივობების თაობაზე 1930 წლიდან იცის, თუმცა მან არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა აშშ-ის მთავრობას კონტაქტი არამიწიერ ფორმებთან. სამაგიეროდ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ჩამოვარდნილ უცხოპლანეტურ ხომალდში სპეციალისტებმა „არა ადამიანური“ წარმოშობის ბიომასალა იპოვეს.
გრაშმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა წვდომა ამო-ზე მუშაობის პროგრამებზე, მაგრამ პირადად ესაუბრა ოფიციალურ პირებს, რომლებმაც იცოდნენ არამიწიერი მფრინავი ობიექტების არსებობის შესახებ.
„ზოგიერთი ამ ობიექტიდან ამოღებულია ბიოლოგიური მასალა. ეს იყო არამიწიერი ბიომასალა და ასეთი შეფასება მისცეს მას <...> ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ იცნობენ ამ პროგრამას და რომლებიც დღემდე არიან ჩართული მასში“, — ხაზგასმით აღნიშნა გრაშმა.
წლის დასაწყისში აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ ცნობებს იღებენ. მაგალითად, 2022 წლის 30 აგვისტოსთვის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს 510 ცნობა ჰქონდა მიღებული „უცნობი საჰაერო ფენომენების“ შესახებ. აღინიშნება, რომ ამ ცნობების ძირითადი ნაწილი აშშ-ის საზღვაო და საჰაერო ძალების სამხედრო პერსონალის მიერაა მიწოდებული.
როგორც თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განმარტა მოსმენების დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი უცხოპლანეტელების თაობაზე ცნობებს საკმაოდ სერიოზულად ეკიდება და ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს ინფორმაციის კატალოგიზაცია-შესწავლისთვის.