https://sputnik-georgia.com/20230727/-icc-icc-tomiko-akane-280397604.html
რუსეთმა ICC-ს კიდევ ერთ მოსამართლეზე გამოაცხადა ძებნა
რუსეთმა ICC-ს კიდევ ერთ მოსამართლეზე გამოაცხადა ძებნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) კიდევ ერთი მოსამართლე – ტომოკო აკანე... 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T12:50+0400
2023-07-27T12:50+0400
2023-07-27T17:37+0400
რუსეთი
icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24871/07/248710727_0:1:3638:2047_1920x0_80_0_0_e1a29202f4787b05ac30d040c3082bd8.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) კიდევ ერთი მოსამართლე – ტომოკო აკანე შეიყვანა ძებნილთა სიაში, იუწყება „რია ნოვოსტი“ ძებნილთა ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით.საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტომოკო აკანე ერთ-ერთია იმ მოსამართლეთა შორის, ვინც პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე გადაწყვეტილება გამოსცა.მანამდე, მიმდინარე წლის მაისში რუსულმა უწყებამ დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ICC-ს პროკურორ ხან კარიმ ასად აჰმედსა და მოსამართლე როსარიო სალვატორ აიტალას, რის საფუძველზეც მათზე ძებნა გამოცხადდა.საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე ორდერები მიმდინარე წლის მარტში გასცა. ქვეყნები, რომლებსაც რომის სტატუტზე აქვთ ხელი მოწერილი, ვალდებული არიან შეასრულონ ICC-ს გადაწყვეტილება და დააპატიმრონ პუტინიცა და ბელოვაც, თუ ისინი რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე შევლენ.რუსეთის ლიდერის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის განცხადებით, ICC-ს გადაწყვეტილება მიუღებელია და ბათილი სამართლის თვალსაზრისით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24871/07/248710727_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_2f73c7a6481e6d8d07877f0768354db9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა
რუსეთი, icc - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა
რუსეთმა ICC-ს კიდევ ერთ მოსამართლეზე გამოაცხადა ძებნა
12:50 27.07.2023 (განახლებულია: 17:37 27.07.2023) თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) კიდევ ერთი მოსამართლე – ტომოკო აკანე შეიყვანა ძებნილთა სიაში,
იუწყება „რია ნოვოსტი“ ძებნილთა ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით.
„ძებნის საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, — ნათქვამია აკანეს მონაცემებში.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტომოკო აკანე ერთ-ერთია იმ მოსამართლეთა შორის, ვინც პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე გადაწყვეტილება გამოსცა.
მანამდე, მიმდინარე წლის მაისში რუსულმა უწყებამ დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ICC-ს პროკურორ ხან კარიმ ასად აჰმედსა და მოსამართლე როსარიო სალვატორ აიტალას, რის საფუძველზეც მათზე ძებნა გამოცხადდა.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე ორდერები მიმდინარე წლის მარტში გასცა. ქვეყნები, რომლებსაც რომის სტატუტზე აქვთ ხელი მოწერილი, ვალდებული არიან შეასრულონ ICC-ს გადაწყვეტილება და დააპატიმრონ პუტინიცა და ბელოვაც, თუ ისინი რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე შევლენ.
რუსეთის ლიდერის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის განცხადებით, ICC-ს გადაწყვეტილება მიუღებელია და ბათილი სამართლის თვალსაზრისით.