https://sputnik-georgia.com/20230727/--------280440834.html
სროლა „მზიურში“: დაკავებულ პოეტს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება
სროლა „მზიურში“: დაკავებულ პოეტს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება
Sputnik საქართველო
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა და დაჭრა. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T20:46+0400
2023-07-27T20:46+0400
2023-07-27T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისის ცენტრში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს, რა დროსაც ბიზნესმენი დაიჭრა, ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე წარედგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.ინციდენტი „მზიურთან“, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანის ოფისში მოხდა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნეს-საქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.დაჭრილის გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.პროკურატურა საქმის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, როგორც მედიამ გაარკვია, საუბარია სამშენებლო კომპანია „თაგი ჯგუფის“ თანამფლობელებს შორის არსებულ დავაზე. დაჭრილი ტატო გურგენიძეა, ბრალდებული კი მისი პარტნიორი, ქართველი მწერალი და პოეტი დავით გაბისკირია.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
სროლა „მზიურში“: დაკავებულ პოეტს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება
20:46 27.07.2023 (განახლებულია: 22:42 27.07.2023) გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა და დაჭრა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისის ცენტრში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს, რა დროსაც ბიზნესმენი დაიჭრა, ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე წარედგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
ინციდენტი „მზიურთან“, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანის ოფისში მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნეს-საქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილის გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა საქმის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, როგორც მედიამ გაარკვია, საუბარია სამშენებლო კომპანია „თაგი ჯგუფის“ თანამფლობელებს შორის არსებულ დავაზე. დაჭრილი ტატო გურგენიძეა, ბრალდებული კი მისი პარტნიორი, ქართველი მწერალი და პოეტი დავით გაბისკირია.