https://sputnik-georgia.com/20230727/---------280448760.html
საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფ ქართველ არალეგალებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება
საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფ ქართველ არალეგალებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
საელჩო აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი გაიყვანოს არალეგალთა განთავსების ბანაკიდან საქართველოს მოქალაქეები. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T21:32+0400
2023-07-27T21:32+0400
2023-07-28T01:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საბერძნეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22769/52/227695297_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_ce2684fd71e18c9fbb086afb25a9c9e3.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს, რომლებიც ათენში, ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში იმყოფებიან, სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.არეულობები, რაც სამშაბათი-ოთხშაბათის ღამით დაიწყო, პოლიციამ რამდენიმე საათში ჩაახშო. დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან.ამავე დროს საელჩო აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი გაიყვანოს ბანაკიდან საქართველოს მოქალაქეები.„რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მოქალაქე არ არის თანახმა საქართველოში დაბრუნდეს. დიპმისიის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საელჩოს არეულობის შესახებ აცნობა, საქართველოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, დადგან მას აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22769/52/227695297_128:0:2728:1950_1920x0_80_0_0_eee1576060db64a0ddffab3c6055691a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საბერძნეთი , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საბერძნეთი , შემთხვევები
საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფ ქართველ არალეგალებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება
21:32 27.07.2023 (განახლებულია: 01:12 28.07.2023) საელჩო აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი გაიყვანოს არალეგალთა განთავსების ბანაკიდან საქართველოს მოქალაქეები.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს, რომლებიც ათენში, ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში იმყოფებიან, სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
არეულობები, რაც სამშაბათი-ოთხშაბათის ღამით დაიწყო, პოლიციამ რამდენიმე საათში ჩაახშო. დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან.
„საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან. საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს საელჩო აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი გაიყვანოს ბანაკიდან საქართველოს მოქალაქეები.
„რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მოქალაქე არ არის თანახმა საქართველოში დაბრუნდეს. დიპმისიის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საელჩოს არეულობის შესახებ აცნობა, საქართველოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, დადგან მას აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში.